როგოც ცნობილია, ექს-მეუღლეების, ემბერ ჰარდისა და ჯონის დეპის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფიზიკური ძალადობა და თაღლითობა, – საქმე საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია. 2 თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ მტკიცებულებების გაყალბებისთვის ემბერ ჰარდს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ახლა კი ირკვევა, რომ 34 წლის ვარსკვლავის დაცვაზე  ოთხმა ადვოკატმა უარი განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა ემბერ ჰარდის, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, იძულებულები ვართ საქმე ადგილობრივ ადვოკატებს გადავცეთ” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯონი დეპის მხარემ კი განაცხადა, რომ პანდემია აქ არაფერ შუაშია – „ისინი დარწმუნდნენ ჰარდის თაღითობაში, ჩვენ ვალდებულები ვართ მიზეზები გამოვიკვლიოთ”, – აცხადებენ ისინი.

ჯონი დეპის თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰარდი განქორწინების შემდეგ, დეპის კარიერის დანგრევას გამუდმებით ცდილობს. მას სურს ყოფილი მეუღლე მსხვილ კინემატოგრაფიულ პროექტებს ჩამოაშოროს.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები