თიკა ჯამბურიამ ,,ფეისბუქზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მომღერალმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა 13 წლის ასაკში, პირველი სოლოკონცერტი გამართა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელსაც თიკამ გულისამაჩუყებელი ტექსტი დაურთო, ერთადერთია, რომელიც მას საღამოდან შემორჩა.

,,13 წლის ასაკში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა სოლო კონცერტი.დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით, ბილეთები რამოდენიმე თვით ადრე გაიყიდა )) კონცერტის დღეს გადამაყიდველები იდგნენ შესასვლელ კართან და 3 ჯერ უფრო ძვირად ყიდდნენ ბილეთებს )))))))
კაბა მაკა ასათიანმა შემიკერა, ცოცხალი ყვავილებით …. 7 თვე ვემზადებოდით დღეში 2 ჯერ რეპეტიციებით …
ძალიან ძალიან წარმატებული ბავშვი ვიყავი ვიცი )))
ესეთი სცენა მაშინ ნამდვილი საოცრება იყო .. კიდევ იფრო საოცრება ის იყო რომ სასწაული, პროფესიონალი მუსიკოსები მიმშვენებდნენ გვერდს, თბილისის ბიგ ბენდი ბატონი გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით …. და ნატო დუმბაძე რომელმაც ეს ყველაფერი მოიფიქრა და გააკეთა !!!! ??? ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ამ კონცერტის ერთადერთი ფოტოა ??‍♀️” – დაწერა 28 წლის შემსრულებელმა.

13 წლის ასაკში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა სოლო კონცერტი.დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით, ბილეთები რამოდენიმე…

Posted by Tina Jamburia on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ თიკა ჯამბურია სცენაზე 9 წლიდან დგას. მისი სადებიუტო ნამუშევარი – ,,ჯეირანი” 2001 წლით თარიღდება.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები