LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეში ერთხელ ვჭამ” – ნაომი კემპბელმა სრულყოფილი სხეულის საიდუმლო გაამხილა

505
94138094-699260610883644-6049314905016762368-n

სრულყოფილი სხეულის შესანარჩუნებლად ყველა მოდელს თავისი საიდუმლო აქვს. ზოგიერთი დილას შვრიის ფაფით იწყებს, ზოგი მხოლოდ რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის დიეტას იცავს, ზოგიც დღესა და ღამეს  სპორტ-დარბაზებში ატარებს.

თავისი საიდუმლო გამომცემლობა The Sun-ს ლეგენდარულმა ტოპ-მოდელმა, ნაომი კემპბელმა გაანდო.

49 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ის დღეში ერთხელ იკვებება და ზოგჯერ ორგანიზმს საკვებისგან განტვირთვის დღეებსაც უწყობს და სითხის გარდა არაფერს იღებს.

„წინასწარ არასდროს ვიცი, როდის ვიშიმშილებ, ეს ჩემს შეგრძნებებსა და განწყობაზეა დამოკიდებული, ზოგჯერ კვირაში ორ დღეს არაფერს ვჭამ და მხოლოდ წყალსა და წვენებს ვსვამ“, – განაცხადა მოდელმა, რომლის სხეულიც 49 წლის ასაკში კვლავაც იდელურ ფორმაშია.

სხვათა შორის, მსგავს  დიეტას სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავებიც მიმართავენ, მაგალითად ჯენიფერ ენისტონი და ჰიუ ჯეკმანი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები