LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ რედკლიფი, ედი რედმეინი და დევიდ ბექჰემი ბავშვებისთვის „ჰარი პოტერს და ფილოსოფიურ ქვას“ წაიკითხავენ

176
e22e2e6f2e170f0c4dca48830bef8dab

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ტომ ჰარდი „ბიბისიზე“ ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავდა, აღნიშნულმა სიახლემ ბავშვები და მათი მშობლებიც საოცრად გაახარა.

ტომ ჰარდი ბავშვებს „ბიბისიზე“ ზღაპრებს წაუკითხავს

აღსანიშნავია რომ გადაცემაში მისი  ფრანგული ბულდოგი, სახელად „ბლუც“ მიიღებს მონაწილოებას

ახლა კი ირკვევა, რომ ცნობილი მსახიობები ბავშვებს ჯოან როულინგის ცნობილ წიგნს – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ წაიკითხავენ.

საუბარია 7 ვარსკვლავზე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი სახეები როგორებიც არიან: დენიელ რედკლიფი, ედი რედმეინი, დევიდ ბექემი, სტივენ ფრაი, დაკოტა ფანინგი, კლაუდია კიმი და ნომა დუმეზვენი.

მისი მოსმენა 5 მაისიდან ვებგვერდზე, harrypotterathome.com იქნება შესაძლებელი. პროექტს თავად ,,ჰარი პოტერის” როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი გახსნის, შემდეგი ნაწილი კი ერთ კვირაში აიტვირთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები