LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი მურმა „ინსტაგრამზე“ „მოჩვენების“ კადრები გააზიარა – ფილმის გამოსვლიდან 30 წელი გავიდა

1999
safe-image

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ჯერი ცუკერის რეჟისორობით გადაღებული ფილმი „მოჩვენება“ იხილა, სადაც მთავარ როლს დემი მური, პატრიკ სუეიზი და ვუპი გოლდბერგი თამაშობენ. დრამა,  თრილერი,  მისტიკა,  მელოდრამა, ფენტეზი – სწორედ ამდენ ჟანრს აერთიანებს ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა და მის ნახვაზე სენტიმენტალური მაყურებლები ცრემლებს დღესაც ვერ იკავებენ.

მართალია, პატრიკ სუეიზი ამ ღირშესანიშანვ თარიღს ვერ მოესწრო, სამაგიეროდ ,,ოქროს გლობუსის” ორგზის ნომინანტ, 57 წლის  დემი მურს არ გამორჩა ის და „ინსტაგრამზე“ ფილმიდან ნაწყვეტი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნულმა ფილმმა მოუტანა მურს განსაკუთრებული აღიარება.

https://www.instagram.com/p/CCmWu2fnqq0/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები