LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid 19-ის გამო გამო, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონია ნოემბერამდე გადაიდო

202
RockHallDrone2

კორონავირუსის გამო გადადებულ მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, სამწუხაროდ  კიდევ ერთი მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაც შეემატა. საუბარია როკ-ენ როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, რომელიც 2 მაისს, ქალაქ კლივლენდში უნდა ჩატარებულიყო.

განცხადებაში წერია, რომ ცერემონია 7 ნოემბერს გაიმართება და მას HBO-ს პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, თუ რომელი ვარსვლავები შეემატებოდნენ ლეგენდარული დარბაზის სხვა წევრებს. 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უიტნი ჰიუსტონი, Depeche Mode, Nine Inch Nails, T. Rex, The Doobie Brothers და რეპერი The Notorious B.I.G. მოხვდებიან.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების ვინაობა ცნობილია

2 მაისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება და მას ახალი წევრები შეემატებათ, მათი ვინაობა კი უკვე ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები