LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

City Girls-ისა და ქარდი ბის ,,ტვერკი” ინტერნეტს იპყრობს (18+)

02-cardi-b-city-girls-twerk-MV-2019-billboard-1548

გასული წლის დეკემბერში ქსელში ქარდი ბის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც სკანდალური რეპერი ვეფხვის ბოდიარტით პოზირებდა და ტვერკს ასრულებდა. საინტერესოა, რომ ფოტოებზე, იახტაზე მოცეკვავე გოგონები და ზებრას  ბოდიარტით დაფარული 26 წლის შემსრულებლის პარტნიორიც ჩანდნენ.

გაირკვა, რომ ეპატაჟური ვარსკვლავი მაშინ მაიამის სანაპიროზე კოლეგა მეგობრების, City Girls-ის და მისი დუეტის Twerk კლიპის გადაღებებისთვის ჩავიდა.

საქმე ისაა, რომ ქსელში ,,ქალაქელმა გოგონებმა” ვიდეო ატვირთეს, რომელშიც დუეტის მხოლოდ ერთი წევრი,  Yung Miami და Offset-ის ექს მეუღლე მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

ცნობისთვის, ვიდეოში მონაწილე გოგონები, რომლებიც უკანალით სექსუალურ მოძრაობებს აკეთებენ იმ გამოწვევის გამარჯვებულები არიან, რომელიც City Girls-მა მსოფლიოს 9 ნოემბერს შესთავაზა. მიზანი პლანეტის საუკეთესო ტვერკერის აღმოჩენა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები