LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სოფი ლორენი ჩვენს დიდ ოჯახში იქნება“ – ,,ნეტფლიქსზე” სოფი ლორენის მონაწილეობით ფილმს ვიხილავთ

975
15668254-0-image-a-25-1562323144231

„ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში The Life Ahead მთავარ როლს, ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, 85 წლის სოფი ლორენი შეასრულებს.

ფილმი სიუჟეტი, გადარჩენილი ქალის, მადამ როზასა და 12 წლის სენეგალელი ემიგრანტი ბიჭის, მომოს შესახებ მოგვითხრობს. ფილმს ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ გარის რომანის „ცხოვრება წინაა“  მიხედვით იღებენ. ცნობილია, რომ ფილმის რეჟისორი სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია.

„მოხარული ვარ, რომ ,,ნეტფლიქსთან” ერთად ასეთ განსაკუთრებულ ფილმზე ვმუშაობ“ – განაცხადა სოფი ლორენმა.

შეგახსენებთ, სოფი ლორენისთვის, აღნიშნული ნამუშევარი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირველი როლია.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სოფი ლორენი, ჩვენს დიდ ოჯახში იქნება“ –  განაცხადა ,,ნეტფლიქსის” წარმომადგენელმა, ტედ სარანდოსმა.

ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები