LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმი ქალიშვილთან ერთად ჯესი ჯეის კონცერტს დაესწრო – მომღერალი სცენაზე მაკიაჟის გარეშე წარდგა

157

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩენინგ ტატუმი და ჯესი ჯეი ერთმანეთს ხვდებიან. 38 წლის მსახიობი აპრილში მეუღლეს, ჯენა დუეინს დაშორდა. 9 წლიანი ქორწინებიდან ამერიკელ ვარსკვლავს ქალიშვილი, ევერლი ელიზაბეტ მეიზერი ჰყავს, რომელიც მამასთან ერთად ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ჯესი ჯეის კონცერტზე მიემართებოდნენ.

ფოტოები, რომლებზეც ჩენინგი, ჯესი და ელიზაბეტი ერთად არიან აღბეჭდილი ქსელში არ გავრცელებულა, თუმცა ინსაიდერის თქმით, ინგლისელი მომღერალი გოგონას თბილად შეხვდა, ესაუბრა და სცენაზე გასვლის წინ ეთამაშა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმ არჩევანი შავი ფერის ლუქს მიანიჭა და მსმენელის წინაშე უმაკიაჟოდ წარდგა.

შემსრულებელი, რომელმაც მაისში მე-4 სტუდიური ალბომი R.O.S.E. ეტაპობრივად, ოთხ მინი კრებულად გამოსცა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სიახლით მოგვევლინა.

მუსიკოსმა 26 ოქტომბერს პირველი საშობაო დისკი This Christmas Day შემოგვთავაზა, რომლის ჩაწერაში მონაწილეობა Boyz II Men-მა და Babyface-მა მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები