LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმი და ჯესი ჯეი საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

1359
tatum

ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. რომანი, რომლის შესახებ წყვილს კომენტარი მედიასთან აქამდე არ გაუკეთებია, ოფიციალურ განცხადებას აღარ საჭიროებს.

ამ დღეებში, ამერიკელი მსახიობი და ინგლისელი შემსრულებელი საჯაროდ შეყვარებულების ამპლუაში პირველად გამოჩნდნენ. პაპარაცებმა ისინი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დააფიქსირეს.

უცნობია, სად ისვენებდნენ 38 წლის მსახიობი და 30 წლის მომღერალი, რომელთაც სახიდან ღიმილი არ მოშორებიათ.

როგორც ჩანს, ვარსკვლავები ერთად ყოფნის სიამოვნებით ტკბებიან, რაც ფოტოებიდან აშკარად თვალშისაცემია.

შეგახსენებთ, რომ ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის რომანის შესახებ, პრესაში გასული წლის ოქტომბერში დაიწერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები