ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, სერ პოლ მაკკარტნი რიგით მეთვრამეტე ალბომს McCartney III გამოუშვებს. ნამუშევარი, 2018 წელს გავრცელებული, Egypt Station-ის შემდეგ პირველი ალბომია. ჩანაწერზე არტისტმა კარანტინის პერიოდში იმუშავა.
„ჩემს ყოველ ახალ ალბომზე ფიქრობენ, რომ ის უკანასკნელია. როცა 50 წლის ვიყავი, ამბობდნენ, ეს მისი ბოლო ტურნეაო. როცა ,,ბითლზის”ალბომზე Abbey Road ვმუშაობდით, საერთოდ მკვდრად მთვლიდნენ, ასე რომ არაუშავს“, – იხუმრა პოლმა.
ალბომი გაყიდვაში 11 დეკემბერს ჩაეშვება.