LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ჩემს ცხოვრებაში იმისთვის მოვიდა, რომ ყველაფერი წამართვას“ – ჯონი დეპმა ემბერ ჰარდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

301
amber-heard-and-johnny-depp-getty-h-2018

გუშინ, 57 წლის ჯონი დეპისა და 34 წლის ემბერ ჰარდის გახმაურებული განქორწინების სასამართლო პროცესი გაიმართა. ემბერ ჰარდი სასამართლოში დასთან, ადვოკატთან და შეყვარებულთან, ერთად მივიდა. ექს-მეუღლეებს პირბადეების ნაცვლად პირზე შარფები ჰქონდათ აფარებული. ემბერს შავი, კლასიკური კაბა ეცვა, ჯონს კი მუქი ლურჯი, კლასიკური კოსტიუმი.

პროცესზე ჯონი დეპმა მოსამართლის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა და ჰარდთან გაცნობის პერიოდიც გაიხსენა:

„გადაღებებზე ემბერი მეგობრულად მექცეოდა, მან მე  წარუმატებელი რომანის შესახებ მიამბო. მაშინ  ის რომ მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი, გამაფრთხილებელ სიგნალებს ამოვიცნობდი მის მონათხრობში. თავიდან ის ძალიან ზრდილობიანი იყო და ჩემით და ჩემი საქმიანობით საოცრად ინტერესდებოდა. მეუბნებოდა, რომ ჩემი როლებით აღფრთოვანებული იყო, შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ჩემი არცერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი. მოგვიანებით მივხვდი, რომ მას მიზნად ჩემი ცოლობა ჰქონდა დასახული, რათა ფინანსური სარგებელი ენახა. ახლა მე  დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იმისთვის მოვიდა, რომ ყველაფერი წამართვას, ის ფსიქიკურად არ არის ნორმალური“. – განაცხადა დეპმა.

შეგახსენებთ, განქორწინებაზე განცხადება ემბერ ჰარდმა 2016 წელს შეიტანა, ის დეპს ძალადობაში ადანაშაულებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ჰარდმა ნივთმტკიცებულებები გააყალბა, უკანასკნელი ცნობებით კი თავად ემბერი ძალადობდა ჯონი დეპზე. სულ ცოტა ხნის წინ კი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, ინსაიდერების ცნობით, ემბერ ჰარდი ჯონი დეპს ერთდროულად ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები