LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის პირველი ფოტოსესია რეაბილიტაციის შემდეგ, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)

1193
BritneyZahod

ბრიტნი სპირსმა ,,ინსტაგრამის” 21 მილიონზე მეტ გამომწერს ახალი ფოტოები გაუზიარა. ფრენსის ჯაკუზის გადაღებულ ფოტოებზე პოპ პრინცესა წითელ ფონზე მაიკლ კოსტელოს შავი მინი კაბით პოზირებს.

აღსანიშნავია, რომ 37 წლის ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა, ამერიკელი მომღერლის ახალი ფოტოსესია უარყოფითად შეაფასეს. ისინი სემ ასგარის გერლფრენდის გრიმსა და ვარცხნილობას იწუნებენ და ამერიკელი მომღერლის პერსონალს არაფროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. ამასთან, მათი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ბრიტნი ჯერ კიდევ გამოუჯანმრთელებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

View this post on Instagram

 

?

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ბრიტნი სპირსი საჯაროდ პირველად აპრილის ბოლოს გამოჩნდა. ცნობილია, რომ მამის ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი სტრესის შედეგად, ის სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მოხვდა.

,,გაუფრთხილდით საკუთარ თავს”, – ბრიტნი სპირსი ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის

სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ბრიტნი სპირსი პირველად დააფიქსირეს (ფოტო)

ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ბრიტნი სპირსი პირველ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები