LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ბავშვებზე თანაბარ მეურვეობას ითხოვს – სასამართლო პროცესი დღეს იწყება

252
0-MAIN-Brad-Pitt-seeking-5050-custody-with-ex-wife-Angelina-Jolie-as-court-proceedings-begin-today

უკვე რამდენიმე თვეა, ექს-მეუღლეების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა მოგვარდა, პიტი შვილებს ინტენსიურად ნახულობდა, თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბრედ პიტისა და 27 წლის გერმანელი მოდელის, ნიკოლ პოტურალსკის რომანი გახმაურდა. ტაბლოიდები ირწმუნებიან, ჯოლი გაცეცხლებულია იმის გამო, რომ პიტმა ახალი შეყვარებული საფრანგეთში, მათ საერთო საცხოვრებელ კომპლექსში,  „შატო მირაველში“ წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ დაქორწინდა წყვილი 2014 წელს.

დასავლური მედია იმასაც წერდა, რომ ანჯელინამ პიტს ბავშვების ნახვა აუკრძალა, ინფომაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ბავშვებზე თანაბარ, 50/50  მეურვეობას ითხოვს. სასამართლო პროცესი კი დღესაა ჩანიშნული.

„ბრედს ბავშვებზე თანაბარი მეურვეობა სურს და იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესი სამრთლიანი გზით წარიმართება“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, სკანდალური განქორწინების შესახებ წყვილმა 2016 წელს განაცხადა, თუმცა, ბავშვებზე მეურვეობის კონტრაქტი არ გაუფორმებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები