LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლის ველად“ ქცეული რომანტიკული ვახშამი – ადელი კვლავ უკმაყოფილოა

16892
page

ადელი და მისი საქმრო, რიჩ პოლი სარდინიაზე იმყოფებიან და რომანტიკული არდადეგებით ტკბებიან. თუმცა უეცრად სასიყვარულო ვოიაჟი უთანხმოებაში გადაიზარდა. წყვილი სანაპიროზე მდებარე რესტორანში ვახშმობდა, როდესაც რიჩ პოლმა საყვარელ ქალს კამათი დაუწყო. პაპარაცულ ფოტოებში ადელის უკმაყოფილო და აღშფოთებული სახე ჩანს.

ახლა სასიამოვნო ნაწილზეც გავამახვილოთ ყურადღება, 34 წლის არტისტი შესანიშნავ ფორმაში იყო, მას შავი შარვალი, მაისური და მოსასხამი ამშვენებდა, ხელში კი გამორჩეული დიზაინის, მრგვალი, ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული Rosantica-ის ბრენდის ჩანთა ეჭირა, რომლის ღირებულებაც 1015 ევროა.

ბედნიერი ადელის სასიყვარულო ციებ-ცხელება სარდინიის კუნძულზე – რა ღირს არტისტის „ლუქი“

ფოტო: ასე გამოიყურება შეშლილი სიყვარული – ადელი საქმროსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა – სტუმრად ბედნიერ წყვილთან

ფოტო: „ცრემლებს მალავს“ – ადელის პირად ცხოვრებაში დრამა გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები