LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს და „ადიდასის“ თანამშრომლობით შექმნილმა სპორტულმა ფეხსაცმელმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

1019
adidas-ivypark-fw19-hero-image-1-h-2020-928x523

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, ბიონსემ წლის დასაწყისში სპორტულ გიგანტთან,  „ადიდასთან“ კოლაბორაცია შემოგვთავაზა. მან ახალი სპორტული ფეხსაცმელი, Superstar Platform გამოუშვა. ფეხსაცმელი ბრენდის ხაზის, Superstar 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, გაყიდვაში კი 18 სექტემბერს ჩაეშვება, მისი ღირებულება 200 აშშ დოლარი იქნება.

ფოტო: ბიონსესა და „ადიდასის“ საოცარი კოლაბორაცია

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის დიზაინით შექმნილ სპორტულ ფეხსაცმელს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, ბევრი ბიონსეს გემოვნებით აღფრთოვანებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი მას აკრიტიკებს.

„კომპანიის წარმომადგენლებო, გულწრფელად მითხარით, ყველა შეთანხმდით, რომ ეს ფეხსაცმელი კარგია?“, „ბიონსემ ადიდასის კომპანია დაძირა“, – წერენ კომენტარებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები