ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი ერთობლივ მინი-ალბომს გამოუშვებენ.

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა უკვე ჩაწერეს კომპოზიციის A Beautiful Night ახალი ვერსია.

მაკკარტნის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა რინგო სტარს, ერთობლივი ალბომის შექმნას და აი, როგორც იქნა, ლივერპულელი ოთხეულის წევრები კვლავ გაერთიანდებიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის მოვისმენთ ნამუშევარს და რამდენი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი ახალ ალბომში.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები