LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ასეთი აღელვებული ბრეტ პითან შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა“ – მედია ახალ რომანზე წერს

15172
dating-rumors-keanu-reeves-angelina-jolie

ჭორები, ანჯელინა ჯოლისა და კიანუ რივზის რომანის შესახებ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ანჯელინამ იმის შესახებ განაცხადა, რომ 44 წლის შემდეგ ის ისევ მზად არის სიყვარულისთვის. ტაბლოიდებმა, ამჯერად, მისი ინტერესის იბიექტად კიანუ რივზი ჩათვალეს.

„მათ საერთო მეგობარი ჰყავთ, რომელმაც მათ პაემანი დაუნიშნა.“

,,ასეთი აღელვებული ბრეტ პითან შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა“

„ანჯელინას დაბადების დღე გარდამტეხი აღმოჩნდა, ამ დღემ, მისი ახალი სიყვარულის ძიებას დაუდო საფუძველი“, – ამის შესახებ სანდო წყაროსგან ვიგებთ.

 

„კიანუ რივზი ხშირად ნახულობს თავის დედას, რომელიც ანჯელინას მახლობლად ცხოვრობს, ასე მოხდა მათი შეხვედრაც. მათ აღმოაჩინეს, რომ  ბევრი საერთო აქვთ და კავშირიც ასე გაჩნდა.“

კიანუ რივზის წარმომადგენელმა კი აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარჰყო, მან ბრალი ჟურნალ ,,star”-ს დასდო და დასძინა, რომ ჟურნალი ამას, მხოლოდდამხოლოდ რეიტინგისთვის აკეთებს.

ჯოლის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მსახიობის ყურადღება ახლა მხოლოდ საკუთარი შვილებისა და კარიერისკენაა მიმართული და მას პაემნებისა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არ სცალია.

ჟურნალმა time“ ახლახანს  ინფორაცია იმის შესახებ გაავრცელა, რომ ჯოლი პრესტიჟულ გამომცემლობასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა, ის რედაქტორი გახდა. მას კიდევ ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი, აქვს რამდენიმე სარეჟისორო პროექტი, მათ შორის „მალეფისენტა“,  “ბოროტების დიასახლისი“ და „მარადიულები“.

რაც კიანუ რივზს შეეხება, ის საკუთარი მომავალი კინოროლებითაა დაკავებული. „შავოსანი მარტოსული“, ასე მოიხსენიებენ კიანუს, მას შემდეგ, რაც რივზის საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი გარდაიცვალა, მსახიობი რომელთან ერთადაც თამაშობდა ფილმში ,,ჩემი პირადი აიდაჰოს შტატი“.  რივერ ფენიქსის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

შეესაბამება თუ არა ანჯელინასა და კიანუს რომანი რეალობას, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცაღა ბევრჯერ ვყოფილვართ არარეალური, მრავალჯერ უარყოფილი რომანების, რეალურად ქცევის მომსწრენი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები