LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ წითელი ხალიჩა სახლში მოიწყო – მომღერალმა ,,გრემის” ლუქი მოირგო (ფოტო)

9650796-0-image-a-33_1549852133761

,,გრემის” დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ არიანა გრანდე საღამოს არ დაესწრებოდა. მიზეზად, 26 წლის შემსრულებლისა და პრესტიჟული მუსიკალური პრემიის ორგანიზატორებს შორის კონფლიქტი დასახელდა.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ვარსკვლავმა სიტყვა შეასრულა და  ორი ნომინაციის მიუხედავად, რომელთაგან ერთში გამარჯვებულად დასახელდა, შოუ პრინციპულად გამოტოვა.

გაირკვა, რომ ამერიკელ მომღერალს ბოიკოტამდე წითელ ხალიჩაზე ჩასაცმელი კაბა მზად ჰქონდა.

,,როცა ზაკ ფოუზენი შენთვის კაბას კერავს, არ აქვს მნიშვნელობა მღერი თუ არა…”, – დაწერა მადლობის ნიშნად ,,ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტზე პიტ დევიდსონის ექს-გერლფრენდმა, რომელსაც მალევე თავად დიზაინერი გამოეხმაურა და პრემიაზე ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვება მიულოცა.

 

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე 61-ე ,,გრემიზე” თავისი უკანასკნელი ჰიტის 7 rings შესრულებას გეგმავდა, რაზეც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან უარი მიიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები