Apple-მა iPhone XS-ის, iPhone XR-ის და iPhone XS Max-ისთვის გაჯეტის ჭკვიანი ჩასადები გამოუშვა.
ცნობილია, რომ iPhone-ის უახლესი მოდელების ე.წ. ჭკვიანი ქეისი გაყიდვაში 18 იანვარს ჩაეშვება და 129$ ეღირება. აქსესუარი ხელმისაწვდომი თეთრ და შავ ფერებში იქნება.
საინტერესოა, რომ სიახლე სხვა დამცავებისგან სმარტფონის დაცულობასთან ერთად, მისი დამუხტვის უზრუნველყოფით გამოირჩევა.