LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე 31 აგვისტოს ბათუმში სოლოკონცერტისთვის ემზადება

1950
anri-jokhadze-news121

31 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართება. მომღერალი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება და საკუთარი რეპერტუარიდან ყველა ცნობილ სიმღერას შეასრულებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო კაპელა და ბენდი. ანრის მსმენელისთვის სიურპიზები აქვს მომზადებული. გარდა იმისა, რომ ის რამდენიმე საინტერესო მიძღვნას შეასრულებს, მსმენელი პირველად მოისმენს  მომღერლის დუეტს გიორგი გილიგაშვილთან. ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტში ასევე მონაწილეობენ ნინი ბადურაშვილი და მომღერლის და-ძმა, მაგდა და ომარ ჯოხაძეები.

რაც შეეხება კონცერტის გაფორმებას, სხვადასხვა საეკრანო მასალა, ვიდეოკლიპების სახით გავა დიდ ეკრანზე, რომელიც მთელ სცენას მოიცავს.

ანრი ჯოხაძის ბათუმური სოლოკონცერტის ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ონლაინ, biletebi.ge-ზე, ან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროებში.

კონცერტის დასაწყისი 20 საათზე.

შეგახსენებთ, რომ ანრი ჯოხაძე წელს მეორედ გახდა „ოქროს ტალღის“ მთავარი, „წლის სიმღერის“ ჯილდოს მფლობელი კომპოზიციისთვის „ცივი ნოემბერი“.

კონცერტი გავა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ანრის შემომქედებით ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა. მან ბუბა კიკაბიძესთან ერთად დუეტი ჩაწერა, კინოფილმ „მიმინოდან“, რომელსაც პირველად 17 აგვისტოს ბუბას კონცერტზე შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები