LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს

291
57152bb32200003600253cd8

მსოფლიო ვარსკვლავები პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მაქსიმალურად ცდილობენ, შექმნილი ვითარება შეამსუბუქონ.

დოლჩე და გაბანა, ჯორჯო არმანი, რაიან რეინოლდსი და მისი მეუღლე, ბლეიკ ლაივლი და რიანა – ეს იმ ვარსკვლავების მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებში თანხები გადარიცხეს.

რიანამ კორონავირუსთან საბრძოლველად 5 მილიონი დოლარი გამოყო

32 წლის მომღერალმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან 5 მილიონი დოლარი გამოყო, ეს თანხა COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმულ ორგანიზაციებს მოხმარდება.

მათ რიცხვს 44 წლის მსახიობი, ცნობილი ქველმოქმედი, ანჯელინა ჯოლი და 22 წლის რეალითი შოუს ვარსვლავი, კაილი ჯენერი შუერთდნენ.
გოგონებმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ცალ-ცალკე 1 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები