მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში 55 წლის კიანუ რივზისა და 46 წლის ალექსანდრა გრანტის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, გრანტი კიანუს თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ახლა ყველაფერი გართულდა. გრანტს შეყვარებულის 67 წლის „ფანი“,  სახელად კეტრინი უთვალთვალებს, მოსვენებას არ აძლევს და ყველგან დაყვება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად გრანტმა სასამართლოს მიმართა და დროებითი პირადი მცველიც მოითხოვა. ახლა რივზით შეპყრობილ ქალბატონს გრანტთან მიახლოვება 100 მეტრზე და ინტერნეტში მისი ფოტოების გავრცელება ეკრძალება.

ინსაიდერის ცნობით, ამ მოვლენებმა გრანტში უდიდესი სტრესი გამოიწვია, რომელთან გამკლავებასაც  ცდილობს.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები