LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჰოლივუდური წყვილი – ჯონი დეპს სოფი ჰერმანთან რომანი აქვს

257
safe-image

57 წლის ჯონი დეპის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. როგორც ჩანს, მსახიობი ემბერ ჰარდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუდება. დასავლური მედია იუწყება, რომ ვარსკვლავს მსახიობთან და მოდელთან, 33 წლის სოფი ჰერმანთან რომანი აქვს.

მათ ერთმანეთი წლის დასაწყისში გაიცნეს, წყვილი ლონდონის მოდის სახლში შეამჩნიეს.

„სოფიმ ტელეფონის ნომერი ფურცელზე დაწერა და ის ჯონის გიტარის სიმებს შორის ჩადო, ასე დაიწყო მათი რომანი“, – წერენ ტაბლოიდები.

რაც დეპის კარიერას შეეხება, ის ერთ თვეში ფილმის „ფანტასტიკური მხეცების“ გადაღებებში ჩაერთვება, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები