მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ადელი, ჭარბ წონას ბავშვობიდან ებრძვის. გასულ წელს, ყველამ შენიშნა მომღერლის წონაში კლების პროცესი და მას შემდეგ ადელს თვალს აქტიურად ადევნებენ.

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა 32-ე დაბადების დღე აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი ფოტო გაავრცელა, რომელმაც ყველა გააოცა. მისი ცნობა შეუძლებელია.

იმ დღის შემდეგ ადელის რადიკალურად შეცვლილი ვიზუალი ყურადღების ეპიცენტრშია და მომღერალი პლასტიკური ქირურგების მხრიდან აქტიური განხილვის ობიექტიც კი გახდა.

წამყვანი პლასტიკური ქირურგები ვარაუდობენ, რომ ადელმა ყბისა და ტუჩის ზონები ფილერით შეივსო, სახეზე კი ბოტოქსი გაიკეთა. ამის ვარაუდის საფუძველი კი ის არის, რომ როდესაც ადამიანი წონაში საგრძნობლად იკლებს, კანი ეშვება და ელასტიურობას კარგავს.

ვარსკვლავს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ადელის ტრენერი კი აცხადებს, რომ მისით ამაყობს.

„შედეგი, რასაც ადელმა მიაღწია, დაუღალავი ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების დამსახურებაა“ – წერს ინსტრუქტორი.

ტაბლოდების ცნობით ადელმა წონაში 45 კილოგრამი დაიკლო.

 

ტეგები: ადელი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები