LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Abba-ს Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა

334
abba

„ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა შვედური ჯგუფის Abba-ს კომპოზიცია,  Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დაასახელეს. 1974 წელს ჯგუფმა სწორედ ამ სიმღერით გაიმარჯვა „ევროვიზიის“ კონკურსზე და ამავე  კომპოზიციით გაითქვა სახელი. ის ჯგუფის პირველი სინგლია და დღემდე მისი 6 მილიონი ასლია გაყიდული.

ცნობისთვის,  ევროვიზია 2020“– ის კონკურსი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, ის მარტში უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან Abba  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები