LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის მიშელ პფაიფერი წითელი ხალიჩის ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი იყო (ფოტო)

1659
mshlffr

წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიშელ პფაიფერი ნომინირებული არ ყოფილა. ამ ფაქტმა არ შეუშალა ხელი 61 წლის ვარსკვლავს ყველაზე გემოვნებიანად  ჩაცმული ვარსკვლავის ტიტული მიეღო. ეს შეფასება კი მოდის კრიტიკოსებს ეკუთვნით, რომლებმაც 90-იანი წლების მსახიობი წითელი ხალიჩის ყველაზე დახვეწილად ჩაცმულ ვარსკვლავად მონათლეს.

61 წლის პფაიფერი გლობუსის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, დევიდ კელისთან ერთად ხელჩაკიდებული გამოჩნდა. ის Brunello Cucinelli-ის სადა შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც გემოვნებით იყო გაფორმებული ვერცხლისფერი დეტალებით. მსახიობის ანსამბლს მხოლოდ საყურეები დაემატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები