LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის მადონას შოკისმომგვრელი გამოსვლა „ბილბორდზე“ (ვიდეო)

358
madonablbrd

ცოტა ხნის წინ პოპის დედოფალმა მსმენელს ახალი კლიპი წარუდგინა, რომელიც სიმღერაზე Medellín გადაიღეს. ამჯერად კი მომღერლის დაუვიწყარი პერფორმანსი „ბილბორდის“ დაჯილდოვებაზე შედგა, სადაც მადონამ ახალი სიმღერა კოლუმბიელ მუსიკოსთან, მალუმასთან ერთად შეასრულა.

მადონა სცენაზე ძველი იმიჯით, კოპლებიანი გამჭვირვალე კაბით, მაქმანებიანი აქსესუარებით, სექსუალური კოლჰოტითა და ტრადიციული ვარცხნილობით გამოვიდა. მისი შოუ გამორჩეული იყო მრავალფეროვანი დეკორაციებით, მოცეკვავეების სიმრავლითა და სპეცეფეტქებით. ბოლოს კი 60 წლის პოპის დედოფალი სცენიდან ხალხთან გადავიდა, სადაც მთელი დარბაზის ფეხზე დაყენება შეძლო.

ცხადია გამოსვლას თან ახლდა რამოდენიმე პროვოკაციული მომენტიც, რომელმაც გულგრილი არავის დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები