LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ჯენიფერ ლოპესი შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია

367
jlodognews

მეგავარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესთან, თავის შვილებთან და როდრიგესის თეთრ ლაბრადორთან ერთად, კერძო თვითმფრინავით გამგზავრების წინ, პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ჯენიფერს შანელის კრემისფერ-შავ ფერებში გადაწყვეტილი მოკლე კაბა და პიჯაკი, ფეხზე კი თეთრი ჩექმები ეცვა. 50 წლის ვარსკვლავი შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია.

ალექს როდრიგესმა უპირატესობა „ადიდასს“ მიანიჭა. იგი ბრენდის თეთრ სამოსში და სპორტულ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. რეისზე ჯენიფერს თავისი 12 წლის ტყუპები, მაქსი და ემი ახლდნენ, რომლების ლოპესს მარკ ენტონისთან ჰყავს. მათ გარდა, კერძო თვითმფრინავით იმგზავრეს როდრიგესის თეთრმა ლაბრადორმა და მაქსის ოქროსფერმა ლეკვმაც.

ლაბრადორს ფრენის განსაკუთრებით ეშინოდა, ამიტომ ტრაპზე იგი პატრონმა ხელში აყვანილი აიყვანა, რასაც მოგვიანებით ჯენიფერმა „ინსტაგრამზე“ პოსტიც მიუძღვნა.

შემდეგ ლოპესი შვილებთან ერთად უკვე მაიამიში მდებარე სახლთან დააფიქსირეს, როდესაც ოჯახი მანქანიდან ბარგს იღებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები