LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის ანჯელინა ჯოლი მაკიაჟის გარეშე კანარის კუნძულებზე (ფოტო)

8112
jlllnews21234335

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანარის კუნძულებიდან ფილმ Eternals-ის შემოქმედებითი გუნდის ევაკუაცია მოხდა, ანჯელინა ჯოლი პირველად გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. 44 წლის მსახიობი პაპარაცებმა კუნძულ ფუერტვენტურაზე გადაიღეს. ჯოლი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის კაბაში. ანსამბლს კი „ფენდის“ ჩანთა და „დიორის“ მზისგან დამცავი სათვალე ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯოლი უმაკიაჟოდ იყო, ის პაპარაცების გამოჩენას სულაც არ შეუშინებია.

შეგახსენებთ, რომ „მარველის“ ახალ პროექტზე მომუშავე გადამღები ჯგუფი კანარის კუნძულებიდან ბომბის შესაძლო არსებობის გამო გამოიყვანეს. მსახობები და ფილმის შემქმნელები კუნძულზე რჩებიან და მუშაობას მალე გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები