ჯეიმს ბლანტმა თაყვანისმცემლებს სიმღერის – Cold კლიპი წარუდგინა. ვიდეო ინგლისელი მომღერლის ჰიტის – You Are Beautiful ვიდეოს გაგრძელებაა.

მუსიკალურ რგოლში მოქმედება 14 წლის შემდეგ ვითარდება. კადრებში 45 წლის შემსრულებელი ზღვიდან ამოდის და ზუსტად იმავე სამოსსა და ნივთებს აგროვებს, რომლებიც წყალში გადახტომამდე უკაცრიელ კუნძულზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ You Are Beautiful ჯეიმს ბლანტის სადებიუტო სტუდიურ ალბომში – Back to Bedlam შედის. სინგლი, რომელმაც არტისტს მსოფლიო აღიარება მოუტანა, 49-ე ,,გრემიზე” ,,წლის ჩანაწერის”, ,,წლის სიმღერისა” და ,,მამაკაცის საუკეთესო პოპ ვოკალური პერფორმანსის” ნომინაციებში წარადგინეს.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები