LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების დაბანის შესახებ – გადაცემა ,,ადრენალინი”

7
hand-washing-800x540

ბოლო დროს იმატა იმ დაავადებების რიცხვმა, რომლებიც ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადადის. ამას, სწავლულები მოსახლეობის ხშირ გადადგილებას, ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბეს, ჭუჭყიან წყალსატევებსა და ტბებში ბანაობას, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანების მომრავლებას უკავშირებენ. ასევე, მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება უხარისხო საკვები პროდუქტების, წყლის, გაურეცხავი ბოსტნეულისა და ხილის ან პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობის შემთხვევაში, ანუ დაუბანელი, ჭუჭყიანი, ფეკალური მასებით დაბინძურებული ხელების მეშვეობით. პარაზიტული დაავადების საშიშროება განსაკუთრებით წელიწადის თბილ პერიოდში მატულობს. რადგან ამ დროს იქმნება მიკრობის გამრავლებისა და განვითარებისთვის მეტად სასურველი პირობები, რაც პროდუქტების სწრაფად გაფუჭებას იწვევს.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ხელების დაბანა ხშირად და თითოეული დაბანისას საპონი 2-ჯერ უნდა წაისვათ. ხელების საპნით დაბანა აუცილებელია ჭამამდე, სამსახურიდან ან სეირნობის შემდეგ სახლში დაბრუნებისას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ხელების საპნით დაბანას საპირფარეშოში შესვლის შემდეგ, მაშინაც კი, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ დაგიკმაყოფილებიათ. რატომ? იმიტომ, რომ კარს, ონკანს, პირსაბანს, სადაც უამრავი ნაწლავური ინფექციისა და თუ პარაზიტის კვერცხი ბუდობს, ნებსით თუ უნებლიედ უკვე შეეხეთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, დაიკმაყოფილეთ თუ არა ბიოლოგიური მოთხოვნილება, აუცილებლად გესაჭიროებათ ხელების დაბანა საპნით.
ფრჩხილები დაიჭერით ძირში, რადგან იქ ადვილად იბუდებს პარაზიტების კვერცხები.

შვილებს პატარაობიდანვე შეასწავლეთ პირადი ჰიგიენის ელემენტარული, მაგრამ ბევრისთვის დავიწყებული წესები. გადააჩვიეთ ხელებისა და სათამაშოების პირში ჩადებას. ბავშვს თეთრეული ყოველდღიიურად გამოუცვალეთ. თეთრეული გარეცხეთ 60 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში და გააუთოვეთ. სათამაშოები გარეცხეთ, ან მისთვის განკუთვნილი მტვერსასრუტით დაამუშავეთ. ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს სტაფილო, მარწყვი, ბროწეულის წვენი, კაკალი. ისინი ორგანიზმს ბაქტერიებისგან წმენდს. ბავშვს აუციელბლად უნდა ქონდეს ცალკე გამოყოფილი თეთრეული და პირსახოცი.

დაუშვებელია ნახევრად მოხარშული ხორცის, თევზის მიღება. საკვები პროდუქტები, სასმელი და ჭურჭელი მუდმივად დაიცავით მწერებისგან. ხილი და ბოსტნეული ჭამის წინ გამდინარე წყალში გარეცხეთ და გადაავლეთ ანადუღარი წყალი. მკაცრად დაიცავით დამზადებული საკვებისა და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები. დაუშვებელია ჭუჭყიან და მღვრიე წყალში ბანაობა. პარაზიტული და მწვავე ნაწლავური დაავადებების მქონე ავადმყოფები ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. სახლსა და ეზოში მუდმივად შეინარჩუნეთ სისუფთავე.

ამ წესების მკაცრი დაცვა თავიდან აგაცილებთ გადამდებ დაავადებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები