LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის არ შეიძლება ყურის გახვრეტა – გადაცემა ადრენალინი”

77
48052c41-be26-4aef-a845-219ffbee6492

დღეს, მამაკაცების გარკვეულ რაოდენობას და ქალბატონების უმრავლესობას, თითქმის ყველას სხვა და სხვა მეტალისა და შეფერილობის საყურე ამშვენებს, რაც, თავისთავად ცხადია ლამაზი შესახედია, თუმცა აქაც წესების სწორად დაცვაა საჭირო, რომ რიგი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ გახვრეტილ ყურებს დიდი სიფრთხილით ესაჭიროება მოვლა, რადგან ამ პროცედურასაც თავისი უკუჩვენებები აქვს.

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყურის გახვრეტა არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეგზემა, რევმატიული დაავადებები, კისტოზური ფერისმჭამელები და ლითონზე ალერგია აქვთ.

ყურის გახვრეტის პირველივე დღიდან, ყურის ბიბილო ყოველდღიურად 3 %-იანი წყალბადის ზეჟანგით მოიბანეთ, ან ორივე მხრიდან ბორის სპირტით დაიმუშავეთ.

პირველ ხანებში თავი აკურატულად დაიბანეთ, რათა ყურებს ნაკლები რაოდენობის წყალი მოხვდეს. ყურის გახვრეტიდან ორი კვირის განმავლობაში, თავი შეიკავეთ აუზში ბანაობისაგან. ასევე, მოერიდეთ მტვრიან სამუშაოს. პირველი საყურე ერთი თვის განმავლობაში არ მოიხსნათ, რათა მოშუშების პროცესში მყოფ კანს ზიანი არ მიაყენოთ. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ, ოღონდ სპირტით დამუშავებული საყურით. ანთების ან დაჩირქების შემთხვევაში მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები. თუ, ორდღიანი მკურნალობის შემდეგ, ანთება არ ჩაწვრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები