LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლის სისტემატური გამოყენება იმუნურ სისტემას აძლიერებს – ადრენალინი

4
unnamed

თაფლი კაცობრიობისთვის ცნობილი, ერთ-ერთი უძველესი ნატურალური დამატკბობელი, შაქრის ჯანსაღი შემცვლელი და მარგებელი პროდუქტია. ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მედიცინასა და კულინარიაში. იყიდება მთელი წლის მანძილზე, მაგრამ ჯობია ზფხულში ან შემოდგომაზე შეიძინოთ, როცა ახალი აღებულია.

თაფლი შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას და რიგ მინერალებს, როგორიცაა: კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, ნატრიუმი, ფოსფატი და რკინა. მდიდარია B1, B2, B6 და С ვიტამინებით. ამ სასარგებლო ნითიერებების კონცენტრაცია დამოკიდებულია ნექტარისა და მტვრის ხარისხზე. რაც მეტად მუქია თაფლი, მით უკეთესი გემო და ხარისხი აქვს. მისი შენახვა ხდება ჰერმეტულ ჭურჭელში, რომ ტენი არ შევიდეს, გრილ და მშრალ ადგილას. იგი სიცივეში სქელდება, ხოლო მაღალ ტემპერატურაზე მუქდება.

თაფლი განთქმულია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. იგი რამდენჯერმე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და დამწვრობისა და ანტისეპტიკურ საშუალებადაც გამოიყენება. ზრდის სპორტული მეცადინეობების შედეგს, რასაც მასში არსებული ე.წ. ერგოგენური კომპონენტი უზრუნველყოფს: ის შრომისუნარიანობას ამაღლებს. აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და აკონტროლებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. შესანიშნავად ჩაანაცვლებს შაქარს მე-2 ხარისიხის დიაბეტით დაავადებულთათვის და სისხლში ქოლესტერინის სიჭარბის დროს. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ეხმარება კონიუქტივიტის მოშორებას. კარგია მისი რძესთან ერთად მიღება. ხსნის ქსოვილების ანთებას და კალციუმის ორგანიზმში დაკავებას უწყობს ხელს. ანემიის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა. თაფლის სისტემატური გამოყენება იმუნურ სისტემას აძლიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები