LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიჯიუტით ცნობილ ვერძს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე” – ვერძის ხასიათის თავისებურებები გადაცემაში „ასტრომაგია“

10
bzekalava

9 აპრილს სოფია ბზეკალავას გადაცემამ „ასტრომაგია“, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშანს მიეძღვნა, მოდის ექსპერტს, ქალბატონ დალი ჩიტალაძეს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად განიხილა ზოდიაქოს  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიშნის ხასიათის თავისებურებები.

ლიდერი ვერძი 

ჰოროსკოპის პირველი ნიშანი, რომელსაც არასდროს ეპარება ეჭვი საკუთარ უპირატესობაში და დარწმუნებულია, რომ ყველამ გზა უნდა დაუთმოს, ყოველთვის თამამად რისკავს, არასდროს უფრთხის ექსპერიმენტებს და ხშირად პირველაღმომჩენის როლსაც თვითონ ირგებს, რადგან ძალიან არ უყვარს სხვისი გაკვალული გზით სიარული. არ ღირს ვერძის გამოწვევა და მისი შესაძლებლობების გამოცდა, რადგან შეუპოვარი და მიზანდასახული, ნებისმიერ ფასად ეცდება სხვებზე უპირატესობის დამტკიცებას. ნუ ეცდებით მისთვის ჭკუის სწავლებას და გაჯიბრებას, რადგან ვერ ეგუება დამარცხებას და მაშინაც არ დათმობს საკუთარ პოზიციას როცა სრულად იზიარებს თქვენს აზრს.

– ქალბატონო დალი, რამდენად ეთანხმებით ამგვარ დახასიათებას?

– აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან საოცრად მიზანდასახული ადამიანი ვარ, ყოველთვის ვიცი, რა მინდა და  და ნებისმიერ ფასად ვაღწევ დასახულ მიზანს. ძალიან არ მიყვარს სხვისი კარნახი და შეზრუდვა, მირჩევნია თვითონ განვსაზღვრო საკუთარი საზღვრები, რომელთაც არასდროს დავარღვევ, რადგან ყოველთვის ერთგულად ვიცავ საკუთარ პრინციპებს.

– რამდენად ითვალისწინებთ სხვათა კრიტიკას?

– მართალია, ვერძს არ უყვარს კრიტიკა, მაგრამ კომპეტენტური ადამიანის შენიშვნას ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან ვფიქრობ, სწორედ ასე შეიძლება შეცდომის გამოსწორება და იმ გამოცდილების, ცოდნის შეძენა, რომელიც ყოველთვის დროულია ასაკის მიუხედავად.

მებრძოლი ვერძი 

ძალიან რთულია ვერძის ფსიქოლოგიურად დათრგუნვა, რადგან პლანეტა მარსით მართული, პრაქტიკულად იბადება ბრძოლის თანდაყოლილი ჟინით, ნებისმიერი მარცხის შემდეგ სწრაფად დგება ფეხზე და ენთუზიაზმით აგრძელებს ცხოვრებას. ერთადერთი, ვინც ვერძს ღირსეულ კონკურენციას უწევს – მორიელია, თუმცა, მისგან რადიკალურად განსხვავებული მეთოდებით იბრძვის. ვერძი ყოველთვის ღიად ებმება ბრძოლაში, არ ახასიათებს ინტრიგები, ვერაგულად ზურგიდან დარტყვა და არ უყვარს შურისძიება, მაშინ, როცა მორიელი ყოველთვის ფარულად იბრძვის და არც ვერაგობას ერიდება.

– ქალბატონო დალი, რამდენად ძლიერ პიროვნებად თვლით საკუთარ თავს?

– ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ფსიქიკის პატრონი ვარ და შეუძლებელია ჩემი დათრგუნვა. საკმაოდ ბევრი უსიამოვნება გადავიტანე, რასაც ჯერ ძმის, მერე დის გარდაცვალებაც დაემატა და მართალია, დღესაც მიჭირს მათ გარეშე ცხოვრება, მაგრამ მაინც არ ვტყდები, რადგან ბევრი ადამიანი, პირველ რიგში ჩემი შვილი და მეუღლეა ჩემზე დამოკიდებული.

ჯიუტი ვერძი 

სიჯიუტით ცნობილ ვერძს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე, მთავარია მოსწონდეს ის, რასაც აკეთებს და არავინ სცადოს მისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ვერძთა უმეტესობას ძალიან უჭირს ერთ სამსახურში დიდხანს გაჩერება, არ უყვარს სხვისი ხელმძღვანელობით, მითითებებით მუშაობა და ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს წამოიწყოს საკუთარი საქმე.

მართალია, ვერძს ნაკლებად ხიბლავს ეპატაჟი და გამომწვევი ქცევა, მაგრამ შინაგანი ენერგეტიკის წყალობით, ყოველთვის ახერხებს გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევას. სხვათაშორის, საკმაოდ უხეში და უტაქტო ვერძი ხშირად საშინლად აგრესიულია და არავის ინდობს, ვინც გზაზე ეღობება.

– ქალბატონო დალი, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ყურადღების სიმცირეს არასდრს ვუჩიოდი, რადგან ყოველთვის სხვებზე მაღალი ვიყავი და კლასელებმა ზედმეტსახელად „ოსტანკინოც“ კი, შემარქვეს, რაც საშინლად მაღიზიანებდა.

ინფანტილური ვერძი 

უცნაურია, მაგრამ აგრესიის და მებრძოლი ხასიათის მიუხედავად, ვერძი ძალიან გულუბრყვილოა. ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია მისი მოტყუება, რადგან საოცრად ინფანტილური, მარადიული ბავშია, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, ყველაფერს გაფართოვებული თვალებით უყურებს და არასდროს იზრდება, ამიტომ ასაკთან შედარებით, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ამავე თავისებურებით ხასიათდება ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი – საოცრად ინტერესიანი ტყუპები, რომელიც ისეა გატაცებული ახალი აღმოჩენებით, უბრალოდ დრო არ რჩება გაზრდისთვის.

ძალიან რთულია ვერძის გაჩუმება, რადგან საშინლად არ უყვარს სხვისი მოსმენა და ყოველთვის დაუფიქრებლად ებმება ომში თუ ჩათვალა, რომ უსამართლოდ ექცევიან ან უმიზეზოდ აყენებენ შეურაცხყოფას. გაბრაზებული ვერძის განიარაღება მხოლოდ მოსწრებული სიტყვით, კარგი იუმორით შეიძლება. დაშოშმინების კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა მისთვის საკმარისი დროის მიცემა, რათა სრულად დაიცალოს ემოციისგან. სხვათაშორის, დაფიქრების და გაანალიზების შემდეგ, ვერძი ყოველთვის ნანობს საკუთარ საქციელს, თუმცა ხმამაღლა არასდროს ამბობს.

ვერძს წაყრუება და თვალის დახუჭვაც შეუძლია, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ პრობლემას რქებით არ დაეჯახება, ამიტომ არასდროს აშინებს ექსტრემალურ პირობებში მოქმედება და სწორედ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ავლენს საუკეთესო თვისებებს სრულად.

ენთუზიაზმით სავსე ვერძს ყოველთვის კარგად გამოსდის სხვების შეგულიანება და მოტივირება. მართალია, ბევრს ის საშინელი ეგოისტი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში საოცრად მეგობრული, კეთილგანწყობილია და მის მიმართ გამოჩენილ სთბოს, ყუდრადღებასაც ყოველთვის იმავეთი პასუხობს, თუმცა, მსხვერპლად თავს არავის შესწირავს. მეტიც, ნებისმიერს უბოდიშოდ გასწევს გვერდზე, ვინც მისი პირადი სივრცის დარღვევას ეცდება და არასდროს მოითმენს იმ ტოქსიკური ურთიერთობას (პირადს, მეგობრულს ან საქმიანს), რომელიც მის უფლებებს არღვევს ან თავისუფლებას ზღუდავს.

– ქალბატონო დალი, ხშირად ცდილობენ თქვენს მოტყუებას?

– ახალგაზრდბაში ძალიან ადვილად ვტყუვდებოდი, თუმცა წლებთან ერთად გამოცდილება შევიძინე და ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია ჩემი გაცურება. ამასთანავე, ადრე ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალს, ახლა კი, განსაკუთრებით ვაფასებ ერთგულებას, მადლიერების გრძნობას და ძალიან არ მიყვარს უმადური ადამიანები.

– რამდენად ეგოისტი ბრძანდებით?

– ეგოისტი არ ვარ, თუმცა, ვუფრთხილდები საკუთარ თავს და არასდროს ვკიდებ იმ საქმეს ხელს, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება. მინდა ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ, სრულფასოვნად მძინავს და ინტენსიურად ვვარჯიშობ. სამაგიეროდ, ძალას რომ მოვიკრებ, მერე მთებიც შემიძლია გადავაგორო.

ქალბატონი ვერძი 

საოცრად ძლიერი ხასიათის, ამბიციურ და მებრძოლ ქალბატონ ვერძს, რომელსაც ძალიან არ უყვარს ერთ ადგილას გაჩერება, ყოველთვის უჭირს შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რადგან მხოლოდ ის მამაკაცი სჭირდება, ვინც ფეხს აუწყობს და საკუთარი სიძლიერით გააკვირვებს. სხვათაშორის, ბევრმა ცნობილმა მამაკაცმა სწორედ მეუღლე ვერძის წყალობით მიაღწია წარმატებას, რადგან მისთვის მიუღებელია პარტნიორი, რომლითაც ვერ იამაყებს.

ქალი ვერძი უამრავ საქმეს ეჭიდება ერთდროულად და ყველაფერი გამოსდის – ოჯახსაც უძღვება, შვილებსაც ზრდის და კარიერის გაკეთებასაც ასწრებს, რადგან უზარმაზარი ენერგიის პატრონია და ერთნაირად წარმატებით მოქმედებს ყველა სფეროში.

– ქალბატონო დალი, რამდენად აქტიური ქალბატონი ბრძანდებით?

– მარტო ოჯახური იდილია არასდროს მაკმაყოფილებდა, რადგან ყოველთვის მინდოდა  სერიოზული საქმის კეთება. მართალია, თავიდან მეუღლე საშინლად უკმაყოფილო იყო, მაგრამ საბოლოოდ მააინც მოუწია ჩემს მოთხოვნებთან შეგუება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები