სამუდამოდ დამარცხებული დაავადებები - ლელა გეჯაძე სამკურნალო ნაყენის შედეგებზე

ბოლო დროს სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გავრცელდა, სადაც ლელა გეჯაძეს გამქრალი ან განახევრებული კვანძების გამო ემადლიერებოდნენ. „ფორტუნამ” გაარკვია, რომ ეს სამკურნალო ნაყენის, „ქავთასის” შედეგებია, რომლის სამკურნალო თვისებებზე თავად ნაყენის შემქმნელმა ისაუბრა.

ლელა გეჯაძემ გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” დეტალურად ისაუბრა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე, კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და სხვა დაავადებებზე, რომელიც „ქავთასის” მეშვეობით დაამარცხა. გადაცემაში მონაწილეობა „ქავთასის” პიარ მენეჯერმა ირაკლი გეჯაძემაც მიიღო. ასევე ეთერში განკურნებული პაციენტიც ჩაერთო.

 

საუბარს ვიწყებთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით, რა ეტაპზე მოდიან პაციენტები თქვენთან და რამდენხნიანი მკურნალობის შემდგე გაქვთ შედეგები?

 ლელა:

პაციენტები მოდიან როგორც კვანძებით, ასევე განლეული ფარისებრით და გვაქვს ფანტასტიური შედეგები. მკურნალობის პერიოდში პაციენტები არ სვამენ არანაირ ჰორმონს, ზოგიერთ მათგანს სჭირდება მკურნალობის 15, ზოგს უფრო მეტ , ზოგს კი უფრო ნაკლები კურსი. მკურნალობის დასრულების შემდეგ მათ არანაირი ჰორმონი არ ესაჭიროებათ.

ჩიყვის კონკრეტულად რომელი სტადიის პრობლემის დროს უნდა მოვიდეს პაციენტი თქვენთან?

ირაკლი:

მკურნალობის დაწყებამდე კეთდება ანალიზები, როგორც სისხლის ასევე ექოსკოპიურად თვალიერდება ფარისებრი ჯირკვალი. ჩვენთან კლინიკაში პროფესორი დავით ბეგიაშვილი მუშაობს, რომელიც ამ ანალიზებს აკეთებს.  ექოსკოპიის საფძველზე ინიშნება მკურნალობა, განისაზღვრება რომელი და რამდენი კურსი სჭირდებათ. დაკვირვება მიმდინარეობს დინამიკაში, ხუთი კურსის შემდეგ ხელახალი ანალიზები კეთდება  პაციენტი მკურნალობის დაწყების მეორე დღიდან გრძნობს შედეგს.

არსებობს თუ არა ჩიყვის მქონე პაციენტებში პრობლემა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პაციენტს ხელს არ მოკიდებთ?

ლელა:

ეს ხდება ონკოლოგიური დაავადებების დროს, როდესაც არის მესამე-მეოთხე სტადია და ასევე ქალბატონებს, რომლებსაც უკვე აღარ აქვთ მენსტრუაციული ციკლი.

ნინო, თუ შეიძლება მოგვიყვე რა ტიპის პრობლემები გქონდა, როგორ მოხვდი ლელასთან და როგორ მოხდა პრობლემის ალაგება?

ნინო:

მაწუხებდა კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ცხარე-მწარე საკვების მიღების შემდეგ შებერილობა, კუჭის ტკივილი, კოლიტი. მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულების შემდეგ მალევე იგივე რეალობის წინაშე ვდგებოდი, შემდეგ გამონაყარი დამეწყო კანზე, ეს გრძელდებოდა დაახლოებით 3 წელი, შემდეგ მიმასწავლეს ქალბატონ ლელასთან და აგერ უკვე 2 წელი ხდება რაც მისი ნაყენი გამოვიყენე, დამჭირდა 12 კურსი და მას შემდეგ პრობლემები ნელ-ნელა ალაგდა.

ირაკლი, ფარისებრ ჯირკვალი ძალიან პრობლემური დაავადება საქართველოში და საინტერესოა რაშია „ქავთასის” მოქმედების მექანიზმი, რადგან ასეთი პაციენტები ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ჰორმონდამოკიდებული არიან?

ირაკლი:

ერთ მაგალითს მოვიყვან, პაციენტს, მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, კვანძები ფარისებრზე და 15 კურსის შემდეგ კვანძები არათუ განახევრდა, საერთოდ გაქრა, ფუნქცია აღდგა და პაციენტი თავს ძალიან კარგად გრძნობს. რაოდენ დაუჯერებელიც არ  უნდა იყოს, ფაქტია, რასაც კონკრეტული პაციენტის ანალიზის პასუხები მოწმობს. ლელას ფეისბუქის გვერდი არის საჯარო, სადაც კმაყოფილი პაციენტები საჯაროდ წერენ თავიანთ გამოცდილებას, მათ შორის არიან კლასიკური ექიმებიც.

ლელა, თქვენი დაკვირვებით გარდა ფარისებრის პრობლემისა, რომელი დაავადებებისვისაა ეფექტური ქავთასის ნაყენი?

ლელა:

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, ღვიძლი, პანკრეასი, წინამდებარე და ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები, ფსორიაზი 50/50 -ზე და უსახელო დაავადებები, რომლებსაც ექიმი ვერ არქმევს სახელს, ასევე სახსრების პრობლემა.

ირაკლი;

გვყავდა საკმაოდ ასაკოვანი, 72 წლის პაციენტი, პროსტატიტის პრობლემით, რომელიც 7 კურსის შემდეგ ჩადგა იმ ფორმაში რაც მისი ასაკისთვის შესაბამისია.

ლელა თქვენ აღნიშნეთ, რომ კველა კურსი ინდივიდუალურია, მაგრამ მაინტერესებს მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა როგორ გამოიყურება?

ლელა:

მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 6-8 თვის განმავლობაში, მინიმალური 1-2 თვეა.  უმძიმეს შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ, როდესაც წყალია მუცელში. გვყავდა პაციენტი რომელსაც 13 ლიტრი წყალი ჰქონდა მუცელში, სახეზე იყო ღვიძლის და ფილტვების პრობლემა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას საუკეთესო მდგომარეობა აქვს. მსგავსი პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

 

ნინო მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიცვალე თუ არა ცხოვრების წესი, კვების რაციონი, ძილის რეჯიმი?

ნინო:

მე ტკბილეულის და გემრიელი საჭმელის მოყვარული ვარ და ნამდვილად ძნელია მუდმივად ჯანსაღი ჯვების რეჟიმის დაცვა. ადრე ძალიან ხშირად დაღლილობა მაწუხებდა, მოთენთილი ვიყავი, მთელ დღეებს სახლში ვატარებდი. ქავთასით მკურნალობის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფრის ჭამა დავიწყე, ტკბილის, ხორცის და ა.შ. ცხოვრება კი გაგრძელდა პრობლემების გარეშე.

ლელა:

ჩემთან მოსულ პაციენტს დიეტა არ სჭირდება, რა პრობლემითაც არ უნდა იყოს ის. აქვე აღვნიშნავ დიაბეტის პრობლემის შემთხვევებს, თუ პაციენტი ინსულინდამოკიდებულია, ჩვენ მას ხელს არ ვკიდებთ, აზრი არ აქვს.

ირაკლი:

თუ პაციენტი ინსულინდამოკიდებულია და სხვა პრობლემით მოვიდა ჩვენთან, ჩვენი პროფილის გათვალისწინებით ვმკურნალობთ მას და შესაძლოა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენი პროფილის დაავადება ინკურნება, დიაბეტიც ოდნავ დაუსტაბილურდეს.

 

წყლულოვანი კოლიტი, ერთ-ერთი რთულად სამართავი დაავადება, რომელსაც მედიცინაში საბოლოო განკურნების ეფექტი არ აქვს, როგორია შედეგები ქავთასთან მიმართებაში?

ლელა:

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, არა მხოლოდ წყლულოვანი კოლიტის არამედ კრონის დაავადების შემთხვევაშიც, ორი პაციენტი მყავდა და ორივესთან უპრობლემოდ ალაგდა, დაუჯერებელია თითქოს, მე რომ მედიცინის მუშაკი ვიყო და კრონზე დაეწყოთ მსგავსი საუბარი გამეცინებოდა, მაგრამ ფაქტია, ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.

რაც შეეხება კუჭის წყლულს და გასტრიტს?

ირაკლი:

გასტრიტი და კუჭის წყლული ქავთასის საშუალებით ადვილად სამართავია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სრულად ალაგებულა კუჭის წყლული, წარმოუდგენელია, მაგრამ რეალობაა. არამგონია ასეთი ადამიანი არსებობდეს, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან და უამრავი პაციენტის ისტორიას ვანახებთ.  ჩვენთან ექოსკოპია ზონდის გადაყლაპვის გარეშე, გასტროსკოპიის ანალოგი 2018 წლის 4დ აპარატით კეთდება. ასევე აღვნიშნავ, რომ პაციენტს შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჩაიტაროს კვლევა და უკვე კვლევის შედეგებით მოვიდეს ჩვენთან, არავინ არ ავალდებულებს მათ აუცილებლად ჩვენთან ჩაიტარონ კვლევა.

ფიტოთერაპია – რას წარმოადგენს თავის თავში, რომლისაც ზოგს სჯერა, ზოგს კი არა?

ლელა:

ეს არის მცენარეების ნაყენის ერთობლიობა, რომელიც ძალიან რთული პრინციპით მზადდება.

ირაკლი:

ნებისმიერი მედიკამენტის თუ საწყისი არა მინარევი მაინც არის მცენარე, შესაბამისად მცენარე თავის თავში არის განკურნების ერთ-ერთი საშუალება, ჩვენ მცენარეების ერთობლიობით ვამარცხებთ ზემოთ ნახსენებ და კიდევ უამრავ დაავადებას.  აღვნიშნავ, რომ ამდენი კმაყოფილი პაციენტის არსებობის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ დარწმუნებული არ ვართ პაციენტის განკურნებაში, მას ხელს არ ვკიდებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი