LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახისა და თმის მოვლის უნიკალური პროცედურები – „სამ რაან სპა ცენტრის“ უახლესი შეთავაზება

10
lika bareladze

გადაცემის ლაივი LIVE

რა შეთავაზებები აქვს „სამ რაან სპა ცენტრს“ მომხმარებლებისთვის, რა პროდუქციით ტარდება პროცედურები, როგორ შევარჩიოთ სწორად სახის კრემი და რა უნდა გავითვალისწინოთ ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ლიკა ბარელაძემ ისაუბრა.

რა შეთავაზებები აქვს მომხმარებლებისთვის „სამ რაან სპა ცენტრს“, კონკრეტულად რა კოსმეტოლოგიური პროცედურები ტარდები თქვენს ცენტრში?

გარდა სარელაქსაციო ზონებისა, აუზის, თერმული საწოლების, მარილის ოთახის, სატრენაჟორო დარბაზის, ჩვენს ცენტრში ტარდება ყველა ტიპის მასაჟი და სახის მოვლის პროცედურები. სახის მოვლის პროცედურებში გამოვყოფ ინექციურ და არაინექციურ პროცედურებს. რაც შეეხება არაინექციურს, ვატარებთ ყველა სახის პროცედურას ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ეს იქნება მშრალი, ცხიმიანი, მგრძნობიარე თუ სხვა ტიპის. ტარდება დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, ასაკსაწინააღმდეგო, ნაოჭსაწინააღმდეგო პროცედურები, ასევე სახის კანის ღრმა და ზედაპირული წმენდა. რაც შეეხება ინექციურ პროცედურებს, ტარდება მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, სახის შემავსებლები, ბოტოქსის ინექციები, შეიძლება ითქვას, რომ ფართო სპექტრს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს.

რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროცედურებს?

ეს დამოკიდებულია მომხმარებლის კანის მდგომარეობაზე, ასაკზე, რას საჭიროებს, რას ითხოვს და რა შედეგის მიღწევა სურს მას. მოვლის პროცედურებად ითვლება გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელიც ტარდება სხვადასხვა ტიპის საცხებით და ასევე სახის კანის მასაჟით. გამაახალგაზრდავებელ პროცედურებში შედის მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და ა.შ.

როგორც ცნობილია „სამ რაან სპაში“ ჩატარებულ პროცედურასთან ერთად მომხმარებელი საჩუქრად იღებს სპაში დასვენების საშუალებას…

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტიპის პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, ერთი სპა დღე არის საჩუქრად. ინექციების ჩატარების შემდეგ სპა ცენტრის მომსახურებით სარგებლობა არ არის რეკომენდებული. ამიტომ პაციენტს აქვს საშუალება მისთვის სასურველ დროს გვესტუმროს და გამოიყენოს საჩუქარი.

რა ტიპის პროდუქციით ტარდება პროცედურები „სამ რაან სპაში“ და როგორ არჩევთ მათ?

ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ბრენდის ფიტო მერის” პროდუქცია, რომელიც არის ფრანგული წარმოების, საკმაოდ მაღალი ხარისხი, აბსოლუტურად ბუნებრივი არომატიზატორების და მინარევების გარეშე. არ არის  შეზღუდული არც ორსულებისთვის და არც ლაქტაციის პერიოდში. ყველა არა ინექციური პროცედურა ტარდება ფიტო მერის” პროდუქციით, სახის მოვლა, დატენიანება, გაღიზიანებული კანის დამშვიდება, ნაოჭსაწინააღმდეგო პროცედურა, სახის კანის წმენდა თუ სხვა.  აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. რაც შეეხება ინექციურ მეთოდებს, ვიყენებთ მსოფლიოში აღიარებულ  ბრენდებს.

რა ტიპის ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად და როდიდან უნდა დავიწყოთ კანზე ინტენსიური ზრუნვა?

ზოგადად სახის და სხეულის კანი ცვლილებებს განიცდის 25-27 წლის ასაკიდან, როდესაც კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავება მცირდება. ამ დროს თავს იჩენს პირველი ნაოჭები, მიმიკური ნაოჭები, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება და ღრმა ნაოჭებად ყალიბდება. შესაბამისად ზრუნვა უმჯობესია დავიწყოთ 25-27 წლიდან, აუცილებლად გამოვიყენოთ კანის მოვლის საშუალებები, საცხები. თვალის ირგვლივ ზონა ძალიან მგრძნობიარეა და აუცილებელია  სპეციალური საცხების გამოყენება, რათა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ კანის ტენიანობა და მინიმალური ნაოჭები გაჩნდეს.  30 წლიდან ინტენსიური მოვლაა აუცილებელი და ნელ-ნელა ინექციურ მეთოდებსაც უნდა მივმართოთ. გენეტიკური ფაქტორები, სტრესული გარემო, მშრალი ჰავა, რუჟი ყველაფერი მოქმედებს კანზე.

კანის გაახალგაზრდავების პროცედურებზე მინდა გკითხოთ, რომელ პროცედურას ანიჭებთ უპირატესობას?

რაც შეეხება არა ინექციურ მეთოდებს, სახის კანის ტიპის შესაბამისად შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში ჩაიტაროს ადამიანმა. შეზღუდვა არ აქვს, რაც უფრო ხშირად და ინტენსიურად ჩაიტარებთ,  მით უკეთესი, კანი უკეთეს მდგომარეობაში იქნება და გვიან წამოვა პირველი ნაოჭები. რაც შეეხება ინექციურ მეთოდებს, იწყება ბიორევიტალიზაციით და მეზოთერაპიით, რომელიც კურსების სახით ტარდება და სწორი მიდგომაა. ეს არის მინიმალური ჩარევა სახის კანზე, ფერის და სტრუქტურის გაუმჯობესება, სახის ზონის ლიფტინგი და შედეგად ადამიანი გამოიყურება უკეთესად, სახის ფორმის ცვლილებების გარეშე. მეზოთერაპია ტარდება კვირაში ერთხელ 5-6 პროცედურა, ბიორევიტალიზაცია 2-3 კვირაში ერთხელ ჯამში 3 პროცედურა, შემდეგ უკვე შემანარჩუნებლად შეიძლება გამაჯანსარებელი საცხებით პროცედურების ჩატარება რათა დიდხანს გაძლოს ამ პრეპარატმა და ხელმეორე ჩარევა არ გახდეს საჭირო საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში.

როგორ შევარჩიოთ სწორად სახის საცხი?

პირველ რიგში უნდა მიმართოთ კანის ექიმს, დერმატოლოგს, ვინც დაადგენს თქვენი სახის კანის ტიპს. ჩვენთან კონსულტაცია უფასოა, გვაქვს კრემების სატესტო ვარიანტები, მოსულ პაციენტს ვთავაზობთ მოსინჯოს ესა თუ ის საცხი და შემდეგ უკვე შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ კანის ტიპის შესაბამისად შეირჩეს საცხი, რათა პრობლემები არ წარმოიქმნას, ზედმეტი გაცხიმიანება, გამონაყრის წამოსვლა ან გამოშრობა.

რა აზრის ხართ დაბალფასიან საცხებზე?

მე ვფიქრობ, რომ მომხმარებელმა უმჯობესია დერმატო-კოსმეტიკას მიმართოს, არსებობს ხელმისაწვდომი დერმატო-კოსმეტიკა, რომლის ხარისხიც მაღალია, დერმატოლოგიურად დატესტილია და შესაბამისად მუშაობს კიდეც.

რა ფორმით შეიძლება ვუმკურნალოთ ორსულთა აკნეს?

აკნეს უყვარს სახის დაბანა, გირჩევთ გამოიყენოთ სახის დასაბანი გელი ცხიმიანი კანისთვის, დღეში ორჯერ მაინც, ასევე დერმატო-კოსმეტიკაში არის საცხები, რომელთა გამოყენება ორსულობოს პერიოდში ნებადართულია. ორსულობის შემდეგ სახის კანი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, ასე რომ არ ინერვიულონ ორსულებმა.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ სახის მოვლის პროცედურები?

ესეც დამოკიდებულია სახის კანის ტიპზე. მაგალითად სახის წმენდა, ცხიმიანი კანის შემთხვევაში რეკომენდებულია წელიწადში 1-2 ჯერ, მშრალ კანს ღრმა წმენდა არ სჭირდება, ზედაპირული წმენდითაც შეიძლება შემოიფარგლოთ წელიწადში ერთხელ. მოვლის პროცედურებს რაც შეეხება, შეიძლება კურსის სახით ჩაიტაროთ, 4-5 პროცედურა კვირაში ერთხელ, შემდეგ დაისვენოთ და შემანარჩუნებელი ჩაიტაროთ თვეში ერთხელ, ჯამში 3-4 პროცედურა. ინექციური პროცედურები კი პროტოკოლის მიხედვით, მეზოთერაპია  კვირაში ერთხელ – 5-6 პროცედურა, ბიორევიტალიზაცია 2-3 კვირაში ერთხელ – ჯამში 3 პროცედურა, შემავსებელი და ბოტოქსის ინექცია პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული, შემავსებელი ერთი წლიდან წელიწად ნახევარი ჩერდება ზონაზე, ბოტოქსი კი 4-6 თვის განმავლობაში.

თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურებს თუ სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?

ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად დიფუზურ ანდროგენულ თმის ცვენაზე, ჩვენთან ტარდება როგორც მეზოთერაპია ასევე პლაზმოთერაპია, რომელსაც მასტიმულირებელი ეფექტი აქვს თმის ცოცხალი ფოლიკულებითვის, რათა თმა გახდეს უფრო ხშირი, სქელი, ღერი გახდეს ჯანსაღი. ეს პროცედურებიც პროტოკოლის შესაბამისად ტარდება, პლაზმოთერაპია ტარდება შვეიცარიული წარმოების უმაღლესი ხარისხის სინჯარებით, საკმაოდ მაღალი დონის არის და შესაბამისად შედეგებიც ფანტასტიკურია. პლაზმოტერაპია ტარდება 2-3 კვირაში ერთი პროცედურა, ჯამში კურსად ითვლება 3 პროცედურა, ხოლო მეზოთერაპია კვირაში ერთხელ 5-6 პროცედურა. ამის შემდეგ 3-6 თვე პაციენტი ისვენებს და გადადის შემანარჩუნებელ პროცედურებზე, მნიშვნელოვანია, რომ მიახმაროს თავის თმის მოვლის საშუალებები.

რას ურჩევდით ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად ქალბატონებს და რამდენად მართალია მოსაზრება, რომ რუჯი სახის კანს აზიანებს ?

რუჯი სახის კანს აშრობს. ეს არის მითი, რომ რუჯი სახის კანს აუმჯობებს და გამონაყარი ქრება. კანს აქვს ასეთი თვისება, რომ დაიცვას თავი და რაღაც პერიოდის შემდეგ ცხიმიანობა იმატებს, შესაბამისად  გამონაყარიც თავიდან მოდის ანუ რუჯი გამოსავალი არ არის. რაც შეეხება ნაოჭებს, რუჯი არის ერთ ერთი მიზეზი ნაოჭების გაჩენის. მე ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევ, რომ აუცილებლად გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები, გაირუჯონ მინიმალურად, მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი და მზე ნაკლებად ტოქსიურია, ანუ დილის 11-12 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ. რაც შეეხება სოლარიუმს, შედარებით გაფილტრული სხივებია, მაგრამ ისიც მავნებელია, დოზირებულად, ოდნავ შეფერვისთვის ნებადართულია, მაგრამ ის, რომ კანი ძალიან გაშავდეს და პიგმენტური გახდეს რა თქმა უნდა დაუშვებელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები