LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური კალენდრის ნიშნებისთვის და როგორ მოვიზიდოთ ფულის ენერგია  – „ფენშუი ყველასთვის“

21 დეკემბერს „ავტორადიოს“ ახალ ასტროლოგიურ გადაცემაში „ფენშუი ყველასთვის“, ავტორმა და წამყვანმა ეკატერინე კვარაცხელიამ აღმოსავლური კალენდრის ნიშნების 2020 წლის პერსპექტივები განიხილა და რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა მსმენელს.

2020 წელი აღმოსავლური კალენდრის ნიშნებისთვის 

გველი – მატერიალური შემოსავლების წელია, რადგან გასულ წელს გაწეული შრომა, სწორედ ახლა დაგიფასდებათ. ფინანსურ მატებას გაზაფხულზე უნდა ელოდოთ, კარგი იქნება თუ თანხის ნაწილს მომგებიან ბიზნესში დააბანდებთ. ეცადეთ სძლიოთ ჰიპერაქტიურობას, რადგან ბევრს გააღიზიანებს თქვენი მოჭარბებული ენერგია და სულსწრაფობა. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, რათა გული არ  დაწყვიტოთ უყურადღებობით. სექტემბერში იმ ძველი ნაცნობისგან  შეიტყობთ ახალ ამბავს, რომელიც წლების მანძილზე არ გენახათ. გაიცნობთ ახალ, მეტად საინტერესო ადამიანებს და აღადგენთ ძველ ურთიერთობას. მარტოხელა გველს თამამად შეუძლია ჩაებას სასიყვარულო თავგადასავლებში. თანაბრად გადაანაწილეთ დრო საქმესა და დასვენებაზე, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ცხენი – სიურპრიზებით, პირად და საქმიან ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე წელია. თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ მოგზაურობაში და მისცეთ საკუთარ თავს ყველა იმ სიამოვნბით დატკბობის უფლება, რომელსაც მანამდე კატეგორიულად უკრძალავდით. არ დაინანოთ ფინანსები ფუფუნების ნივთების შესაძენად, რადგან ზაფხულში აუცილებლად გაიხარებთ ფინანსური ბონუსებით. მარტოხელა ცხენს ახალი ადამიანების გაცნობის და საიმედო პარტნიორის მოძიების შანსი ექნება, არაა გამორიცხული დეკემბრის თვეში იქორწინოს კიდეც, ის კი, ვისაც  უკვე ჰყავს რჩეული, ხამამღლა უნდა გამოთქვას საკუთარი პრეტენზიები, რადგან მხოლოდ გულწრფელობით შეძლებს ურთიერთობის გამყარებას.

თხა – მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია. მართალია, პროფესიულ საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ პრობლემები შეგექმნებათ პირად ცხოვრებაში. შესაძლოა დაშორდეთ საყვარელ ადამიანს ან პირიქით, კიდევ უფრო დაახლოვდეთ კონფლიქტის შემდეგ და შვილის ყოლაც გადაგაწყვეტინოთ. იანვარსა და თებერვაში სხვისი დავალების შესრულება მოგიწევთ, რაც თქვენს გაღიზიანებას, უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან სხვათა პრობლემების მოგვარება საკუთარის ხარჯზე უამრავ პრობლემას შეგიქმნით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. თუ თავად ხართ ხელმძღვანელი, უმჯობესია მეტი თავისუფლება მისცეთ თანამშრომლებს, რაც პირველ რიგში საერთო საქმეს წაადგება. აპრილსა და სექტემბერში ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური შანსი მოგეცემათ, წლის ბოლოს კი ან მაღალ თანამდებობას მიიღებთ ან მსხვილი შემოსავლებით გაიხარებთ.

მაიმუნი – სასიყვარულო თავგადასავლების, ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შეძენის წელია. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიან სფეროში. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მთავარია, არ იყოყმანოთ და ზედმეტი ფიქრის გარეშე მიიღოთ ყველა შეთავაზება. მას, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს შემოდგომაზე უნდა გააქტიურდეს, რადგან სწორედ მაშინ ექნება იდეალური ბინის მოძიების შანსი. მართალია, მეტი თანხის გაღება მოგიწევთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, რადგან არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის მიღებით აინაზრაურებთ დანახარჯს, არამედ ხელმძღვანელობის მადლიერებსაც დაიმსახურებთ. აუცილებლად აღნიშნეთ პროფესიული წარმატება კოლეგებთან ერთად და გულწრფელად უთხარით, რამდენად აფასებთ მათ თანადგომას. მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლებს, რომლებიც არასდროს გაწუხებენ საკუთარი პრობლემებით, თუმცა ხშირად სჭირდებათ თქვენი დახმარება. მართალია, მარტოხელა მაიმუნი ზაფხულში თავით გადაეშვება რომანტიკულ თავგადასაცვლებში, მაგრამ ახალი ურთიერთობა ისევე სწრაფად დასრულდება, როგორც დაიწყო. მკაცრად აკონტროლეთ კვების რეჟიმი, რადგან სწორედ ჭარბი წონა გახდება 2020 წელს თქვენი მთავარი პრობლემა.

მამალი – გამარჯვებების წელია, რადგან ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება. უამრავ საჩუქარს და ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ ახლობლებისგან, სურვილებს კი გაზაფხულზე აისრულებთ, მთავარია, მოერიდოთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. ნუ ეცდებით სხვისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ასე მხოლოდ სიტუაციას დაძაბავთ. მართალია, მარტოხელა მამალი მეტად საინტერესო ადამიანს გაიცნობს, მაგრამ უანგარო დახმარების მიუხედავად, მაინც არ დააკმაყოფილებს მასთან ურთიერთობა. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულს, რათა პრობლემები არ შეგიქმნათ სტრესმა და გადატვირთვამ.

ძაღლი – მრავალფეროვანი შესაძლებლობების წელია, მთავარია იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით, არ აჰყვეთ ემოციებს, ილუზიებს და ყოველთვის ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. კარგი ყნოსვა არც 2020 წელს გიღალატებთ, მეტიც სწორედ მისი წყალობით შეძლებთ ფულის სარფიანად დაბანდებას.

ტახი – ილუზიებთან დამშვიდობების წელია. არ ღირს საოცრების იმედზე ყოფნა, უმჯობესია იქატიუროთ და თავად გამოიჩინოთ ინიციატივა. მართალია, წელი მეტად ქაოტური იქნება, მაგრამ მაინც წარმატებით შეძლებთ პრობლემების დაძლევას, მთავარია აქცენტი საკუთარ საქმეზე გააკეთოთ და უარი თქვათ სხვათა ვალდებულებების შესრულებაზე. ხმამაღლა გამოთქვით  იდეები, რომლითაც აუცილებლად დაინტერესდებიან ხელმძღვანელები და სწორედ ისინი დაგეხმარებიან მათ რეალიზაციაში. დაუსაქმებელმა ტახმა ყველა წინადადება გულდასმით უნდა განიხილოს და განსაკუთრებული ყურადღება გაზაფხულზე მიღებულ წინადადებებს მიაქციოს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობას, არ მოაკლოთ სითბო, მზრუნველობა და აუცილებლად გაორმაგებულ სიყვარულს დაიბრუნებთ. მარტოხელა ტახი ზაფხულში მოიძიებს საინტერესო პარტნიორს, თუმცა არ ღირს ზედმეტად გატაცება, რადგან შემოდგომაზე მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი გელით. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ნერვული აშლილობის, სტრესის და დეპრესიის ალბათობა.

როგორ მოვიზიდოთ ფულის ენერგია 

შეიძინეთ წითელი, შავი ან მწვანე, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი საფულე მზარდი მთვარის ფაზაში, რადგან სწორედ ეს ფერები ააქტიურებენ ფულის ეგრეგორს.

დაასხით მიკახის ზეთის რამდენიმე წვეთი იღბლიან კუპიურას ან ჩაიდეთ საფულეში დარიჩინის ჯოხი, ჩინური მონეტები, მაგნიტი.

საფულის გაწმენდა მხოლოდ დაღმავალი მთვარის ფაზაშია რეკომენდირებული.

არ შეიძლება საფულით ფოტოს ტარება,

ხელფასის მიღების შემდეგ, თანხა ერთი ღამით საფულეშუ დატოვეთ და მხოლოდ შემდეგ დახარჯეთ.

დათვალეთ ფული მზის ჩასვლამდე, სწრაფად გაეცით ძველი, დაზიანებული კუპიურები.

ნუ აიღებთ ფულს მიწიდან, განსაკუთრებით გზაჯვარედინზე, თუ სულმა მაინც წაგძლიათ, სწრაფად დახარჯეთ და არ შეიტანოთ ნაპოვნი სახლში.

შეიძინეთ ლამაზი ყულაბა, რომელსაც კარიდან, ფანჯრიდან, სარკიდან მოშორებით მოათავსებთ და ხშირად ჩაყრით ფულს. თუ ყულაბა არ გაქვთ, მაშინ იქ ჩადეთ პატარა სარკე, სადაც ჩვეულებრივ აგროვებთ ფულს, რადგან სწორედ სარკით მოიზიდავთ ფულის ენერგიას.

ბარაქის სიმბოლო – სამფეხა ბაყაყის ფიგურა პირში მონეტით, ისე უნდა მოათავსოთ ბინაში შესასვლელ კართან, თითქოს ახლა შემოხტა თქვენს სახლში და სასტუმრო ოთახში ცდილობს შესვლას.

ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც სიმდიდრის ზონად ითვლება, შეგიძლიათ დადგათ აკვარეუმი ან გააკეთოთ მცირე შადრევანი, მოათავსოთ სიმდიდრის სიმბოლო –  ვირთხის ან ტახის ფიგურა.

რისი გაკეთება არ შეიძლება დაბადების დღეზე 

დაბადების დღე ადამიანის პირადი ახალი წელია, როცა ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე აუცილებელი რჩევა.

არ შეიძლება დაბადების დღის წინასწარ გადახდა, რადგან ასე მხოლოდ ცხოვრებას შეიმოკლებთ. არაა რეკომენდირებული 9, 18, 21, 40, 48, 51, 99 და 100 წლის აღნიშვნა და ამ რაოდენობის სტუმრის მიწვევა.

არასდროს ისესხოთ ფული საკუთარ დაბადების დღეზე, თავი შეიკავეთ ქველმოქმედებისგან და სხვისთვის საჩუქრის ჩუქებისგან.

არ ღირს დასვრილი ტანსაცმლის გამოცვლა.

არ გადაიხადოთ დაბადების დღე სნეულმა.

ჩაიდეთ ჯიბეში ვერცხლის ნივთი, რაც ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავთ.

გატეხილი ჭურჭელი მხოლოდ წვეულების შემდეგ, მეორე დილას გადაყარეთ.

არასდროს აჩუქოთ სხვას დაბადების დღეზე კერამიკული ნივთი ან თაიგული კებნტი ყვავილით, ცარიელი საფულე ან დანა, ხელთათმანი, ცხირსახოცი ან ბროში, სარკე, სავარცხელი, მარგალიტის მძივი ან საათი. ოჯახის წევრის გარდა, არ ღირს არც ბეჭდის ჩუქება.

კეთილდღეობის მოპოვების მთავარი წესები 

საახალწლო მზადებისას არ დაგავიწყდეთ გაიტანოთ სახლიდან ყველა უსარგებლო, გატეხილი ან დაზიანებული ნივთი.

გადააგდეთ გასაღები, რომელსაც არასდროს იყენებთ.

არ დატოვოთ სახლში გახსნილი, გაფუჭებული ბოქლომი, ჩაფალით ხის ძირას გასაღების გარეშე.

არაა რეკომენდირებული გატეხილი, გაბრაზურილი ან დაზიანებული ნივთების, გახეული ან გარღვეული სამოსის ტარება.

არასდროს დაკიდოთ ბინძური, გახეული, დამწვარი ფარდა, რომელიც სულ მცირე თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ.

წარუმატებლობა მოაქვს ნაკლული სერვიზის ჭურჭლის გამოყენებას.

კატეგორიულად იკრძალება სახლში ხელოვნურ ყვავილების ქონა, რომელთაც მხოლოდ ავადმყოფობა, მარცხი და უსიამოვნება მოაქვთ.

არ შეიძლება ბინაში შესასვლელ კართან ნივთების (ფეხსაცმლის, ჩანთის) დაყრა, რადგან შემოსასვლელი იდეალურად სუფთა უნდა იყოს. არაა რეკომენდირებული სარკის კარის პირდაპირ დაკიდვა.

აუცილებლად შეაკეთეთ დაზიანებული ონკანები.

გაბზარული, გაჩხაპნილი და დაბინდული სარკე, რომელსაც მხოლოდ სიძულვილი მოაქვს, აუცილებლად ტილოში გახვეული უნდა გადააგდოთ.

გამოცვალეთ გაბზარული კარი.

არ შეიძლება წყვილი სამკაულის (მაგალითად, საყურის) ცალ-ცალკე ტარება.

ცარიელი და უაცილებლად სუფთა უნდა იყოს ოთახის კუთხეები.

არასდროს შეინახოთ ფული იქ, სადაც წყალი მოედინება. მაგალითად, სამზარეულოში ან აბაზანაში.

არ შეიძლება მაგიდიდან ნამცეცების ხელით ან ქარალდით გადმოწმენდა, რადგან ამგვარ ჩვევას მხოლოდ სიღარიბე და ავადმყოფობა მოაქვს.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა 

არასდროს დადოთ მაგიდაზე ქუდი ან ბალიში, არ დატოვოთ სავარცხელი, გასაღები ან ცარიელი ბოთლები.

არ ღირს დანით მაგიდაზე დაკაკუნება ან მის გარშემო სირბილი.

აუცილებლად შეაკეთეთ მორყეული მაგიდა, რათა თავიდან აიცილოთ ოჯახის უფროსი წევრის ავადმყოფობა

მამაკაცი ყოველთვის იმ მხრიდან უნდა ადგეს მაგიდიდან, საიდენაც დაჯდა, რადგან სხვაგვარად ორჯერ მოუწევს დაქორწინება.

მაგიდის ორი მხრიდან ხელის ჩამორთმევა აუცილებლად დაშორების მიზეზი გახდება.

ვაშლის მაგიდიდან გადმოვარდნა – საყვარელ ადამიანთან შეხვედრას, პურის დავარდნა კი, მოუთმენელ სტუმარს ნიშნავს.

სწრაფად გაიტანეთ სახლიდან მოულოდნელად გატეხილი მაგიდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი