LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვერიოთ ალერგიას ვირუსული ინფექციების დროს  – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

14
bidzina-kulumbegovi-stumrad-eqimtan-23343435

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების მართვა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა ალერგიული პაციენტებისთვის. რა ტიპის ალერგიულ პაციენტებს მართებთ სიფრთხილე სასუნქთი გზების ინფექციების მიმართ და როგორ გავუფრთხილდეთ იმუნიტეტს ამ დროს. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთანალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

ვისაუბროთ ვირუსინდუცირებულ ალერგიული ფონზე, რა ტიპის ალერგიაა ეს და რა ასაკში ვლინდება უფრო მეტად?

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერმინის შეფასება, თუ რამდენად შესაძლებელია ალერგიული ფონი ვირუსით იყოს განპირობებული. ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ რთული ხველის დროს, როდესაც თითქოს არც ერთი წამალი არ შველის. პირველ რიგში ამოსავალი არის ის,  თუ რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე. დიაგნოზის გარეშე სიმპტომის მკურნალობა არაფრის მომცემია. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ხველა და ამავე დროს პნევმონია, ცალსახად ვმკურნალობთ ფილტვის ანთებას და არა ხველას. თუ პაციენტს ძაღლის ყეფის მაგვარი ხველის მანერა აქვს, რომელსაც ჩასუნთქვისაც გაძნელებული სუნთქვითი ხმიანობა აქვს, ეს არის ვირუსული კრუპისთვის დამახასიათებელი ლარინგილური ტრიადა, რომლის უკანაც შესაბამისი მკურნალობაა. ეს კი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის და სხვა საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. აი ამ მდგომარეობას არ ვაფასებთ, როგორც ალერგიულ ხველას და ხველის საწინააღმდეგო წამლებს არ ვიღებთ.

ცალსახად ვირუსით გამოწვეულ ავადობობას ალერგიულს არ ვუწოდებთ, მაგრამ თუ ჩვენ შევეხებით ისეთ ნოზიოლოგიურ ფორმას, რომელსაც ჰქვია ბრონქოსპაზმი, ეს საყურადღებო მოვლენაა. მას ვიზინგსაც უწოდებენ, ის განსაკუთრებით სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში ვლიდნება ამოსუნთქვის დროს მსტვინავი ელფერის ხმიანი სუნთქვით, რომელსაც თან ახლავს მუცლის შებერილობა. მშობლები პირდაპირ ასე ამბობენ ხოლმე, ჩემს შვილს ედრიკება გულ-მკერდი, რის ფონზეც ბავშვი ხშირად გადაუყვანიათ სტაციონარში ან გამოუძახიათ სასწრაფო დახმარება. ვიზინგის მიზეზი უხშირესად არის ვირუსული ინფექციები, ძირითადი განმაპირობებელი არის ორი ძირითადი ვირუსი, რუნოვირუსი და რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი.

ეს ორივე ვირუსი გარემოში ჩნდება სექტემბრის ბოლოდან, მოზრდილი ადამიანები ამ ტიპის ვირუსს შეცდომით უწოდებენ ხოლმე გრიპს. ეს არ არის გრიპის აგრესიული და მკვლელი ვირუსი, ამ დროს მოზრდილ ადამიანში რინოვირუსი და მისი 200-მდე ქვეშტამი იწვევს სურდოს, ყელში ფხაჭვნის შეგრძენას, ყელის ტკივილს, მსუბუქ ტემპერატურას. ბავშვებში კი, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ვირუსინდუცირებული ბრონქოსპაზმისკენ, საკმარისია ნებისმიერ სოციალურ გარემოში კონტაქტი, რომ რამდენიმე საათში, მაქსიმუმ მეორე დღეს, სურდოსთან ერთად, უნვითარდება ქვედა სასუნთქ გზებში ბრონქოსპაზმის ეპიზოდი და ამ მოვლენას ვირუსინდუცირებულ სპაზმს ვეძახით.

ოჯახში, სადაც დაფიქსირებულა ორი ან სამი შემთხვევა ვირუსული სპაზმის, ბრონქოსპაზმის და ვიზინგის, ხშირად აქვთ კითხვა, ხომ არ არის საფთხე ბავშვს დაემართოს ასთმა, ხომ არ დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში?

პასუხი შემდეგია, ტუქსონის კვლევის თანახმად, 1251 ბავშვს დაბადების პირველი დღიდან აკვირდებიან მთელი მისი ზრდა განვითარების პერიოდში. აღმოჩნდა, რომ 51 %-ს ბრონქოსპაზმი არ დამართნია, 49%-ს კი დაემართა. ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ ადრეულ ასაკში დაწყებული ბრონქოსპაზმი და მათ უკან იდგა მხოლოდ ვირუსული ინფექცია, ანუ ალერგიული კომპონენტი არ იყო, ასევე მათ არ ჰქონდათ დატვირთული ოჯახური ანამნეზი ალერგიისადმი ანუ დედ-მამას არ ჰქონია ბრონქული ასთმა და ამ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ ალერგია ყველაზე ხშირ ალერგენებზე, როგორიცაა ოთახის მტვერი, ნესტი, მცენარეული ალერგენი, ტარაკნის ეპითელი, ცხოველების ბეწვი და ა.შ. ასეთი ბავშვების 60%-ს ავადობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უკვალოდ ეკარგებათ  სკოლის ასაკამდე. დანარჩენმა 40%-მა კი, თუ სკოლის ასაკამდე ალერგია არ შეიძინა, უდიდეს ნაწილში სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 12-13 წლამდე, მაგრამ საბოლოოდ დაეკარგებათ.

ჩნდება კითხვა, ვის რჩება ბრონქული ასთმა?

ბრონქულინ ასთმა რჩებათ და რისკი პერსისტირების აქვს იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ვიზინგი არა ვირუსით, არამედ ალერგიით გამოწვეული. ასევე,  ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავთ ბრონქული ასთმით დაავადებული, ადრეულ ასაკში ჰქონდათ ატოპიური დერმატიტი, გადაუვიდათ ცხვირის ალერგიაში და შემდეგ დაიწყო ბრონქოსპაზმები, ანუ ატოპიური მარში განვითარდა, ან აქვთ ალერგია რომელიმე გარემო ალერგენის მიმართ. თუ ბავშვს ამ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან აქვს რომელიმე ან რამდენიმე ერთად, დიდი რისკია რომ ეს მთელი ცხოვრება გაუგრძელდეთ. აქედან გამომდინარე, სწორი შეფასება და დიაგნოზირება არის ამოსავალი.

ყოველთვის ალერგიულია თუ არა გახანგრძლივებული ხველა?

ხველის გახანგრძლივების სხვა და სხვა ვარიანტი არსებობს, არის მწვავე ხველა, ქვე მწვავე ხველა და ქრონიკული. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ამერიკის პედიატრთა აკადემია მხოლოდ მწვავე და ქრონიკულს აღიარებს. მწვავე ხველა საშუალოდ ორი კვირა გრძელდება და არ უნდა აჭარბებდეს 21 დღეს. თუ ბავშვი თვეზე მეტხანს ახველებს, აქ შეიძლება საქმე გვქონდეს ქრონიკული მიმდინარეობის ხველასთან.  მწვავე ხველის მიზეზი უმეტესად არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს და პირველ რიგში აქ არის ინფექციური კომპონენტი. ქართული რეალობის გათვალისწინებით, თუ ხველა ოთხ კვირას გადასცდა, ვფიქრობთ, ყივანახველასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ეს ხველა მიყოლებითი, ჩაბჟირებითი, ძირითადად ღამის საათებში აქტიურდება და ღებინებით მთავრდება.

გახანგრძლივებული ხველის უკან შეიძლება იყოს გასტროეზოთაგალური რეფლუქსი, ანუ კუჭი და მასთან კავშირი და ასევე არ უნდა გამოგვეპაროს ასთმური და ალერგიული კომპონენტი.

ერთი თვის ინტერვალში ნებისმიერი ინფექციის შემდგომი ხველა მშობელს არ უნდა აშინებდეს, მაგრამ ბავშვი აუცილებლად პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.  ხოლო თუ ბავშვს ხველა, ერთ თვეზე მეტხანს გაუგრძელდა, აქ მულტიდისციპლინარული გუნდი უნდა ჩერთოს, სადაც შედის პედიატრი, ალერგოლოგი, ყელ-ყურ ცხვირის სპეციალისტი და გასტროენტეროლოგი.

რა ტიპის გართულება შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ფონით დამძიმებულმა ვირუსულმა ინფექციამ და რა სიმპტომებით ვლინდება ის?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. შეიძლება ავადობა წლის მანძილზე იყოს 10 და მეტი, მაგრამ თუ ის ადვილად მორჩენადია, არ ხდება ანტიბიოტიკის ჩართვა, ეს სიხშირე ითვლება ნორმად. შესაძლოა ავადობა წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ  იყოს, მაგრამ ამან ძალიან დაამძინოს ბავშვი, ანტიბიოტიკის რამდენიმეჯერ მონაცვლეობა გახდეს საჭირო, ამ დროს ის ერთიც შეშფთობის საგანია.

ბავშვები რომლებიც ადვილად იწებებენ ბაქტერიებს და ვირუსებს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი განმაპირობებელი ფაქტორი არის ალერგიის და ატოპიის არსებობა. ზოგადად ალერგიული ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ ვიდრე არა ალერგიულები და ალერგიული ბავშვების გამოჯანმრთელების დღეების ხანგრძლივობა გაცილებით დიდია, ვიდრე არა ალერგიული ბავშვების. ალეგიულ ბავშვებში ნახველი უფრო დიდხანს რჩება, ექიმს მათი გამოჯანმრთელება უფრო უჭირს.

თუ ასაკობრივად ზედა ჯგუფში ავიწევთ, ხშირად ისმის საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშრებით. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს პაციენტებს, თუ მათ ასთმის დიაგნოზი აქვთ, ათმაგად მოეთხოვებათ გაიკეთონ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ასთმიან პაციენტს გრიპის ვაქცინაცია ბრონქოსპაზმის შემთხვევებისგან არ დაიცავს. ცნობილია, რომ ბრონქოსპაზმს უფრო მეტად იწვევს რინოვირუსი და სენციტიალური ვირუსი, რომელთა მიმართაც აცრა არ არსებობს. რატომ ვიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას? პირდაპირ რომ ვთქვათ, ასთმიანს რომ დაემართოს გრიპის ვირუსი, შეიძლება ეს სასიკვდილო აღმოჩნდეს. ალერგიულ ადამიანს მძიმედ და რთულად მისდის ვირუსული დაავადებები, ამიტომ იმუნური სისტემის დამიზნებითი გაჯანსარება, ერთის მხრივ ვაქცინაცია და მეორეს მხრივ იმუნური სისტემის წამახალისებელი პრეპარატების ზომიერი, მაგრამ საჭირო  გამოყენება, აუცილებელი პირობაა.

ალერგიული რინიტი, რა უნდა ვიცოდეთ ამ ძალიან ხშირი ჩივილის შესახებ?

რინიტი ძალიან გავრცელებული პრობლემაა, მსოფლიო მოსახლეობის 400 მილიონ ადამიანს აწუხებს ალეგიული რინიტი. 12 კვირაზე მეტხანს გახანგრძლივებულ რინიტს ქრონიკული რინიტი ეწოდება, რომელიც ძირითადად სამი ნაწილისგან შედგება. ეს არის რინიტი, რომელსაც ინფექციური გენეზი იწვევს. რინიტი, რომელსაც ალერგენი იწვევს და ამიტომაც ქვია მას ალერგიული რინიტი და მესამე, ვაზომოტორული რინიტი. თანამედროვე მედიცინაში არაალერგიულ და არაინფექციურ რინიტებს ვეძახით, ამის კლასიკური მაგალითია ორსულთა რინიტი, როდესაც ორგანიზში არსებულმა ჰორმონალურმა ძვრებმა და ჰორმონმა პროჟესტერონმა შესაძლოა, ცხვირის ლორწოვანი შეშუპება გამოიწვიოს. ალერგიული რინიტის გართულების ყველაზე დიდი რისკი აქვთ ქრონიკული სინუსიტების მქონე ადამიანებს. სინუსიტის დროს ადამიანის ცხვირის ღრუს წიაღები, მცირე პატარა ჭუჭრუტანებით იხნებიან ცხვირის გასავალ არხებში. თუ პაციენტს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ეს იქნება ალერგიული თუ სხვა გენეზის პრობლემა, ამ დროს კი მას დაერთვება ვირუსული ინფექცია, ცხვირის ლორწოვანი იმდენად შეშუპდება, რომ ეს გამომავალი არხები იკეტება და  ხშირად ვითარდება რინო სინუსიტები ანუ ცხვირის ლორწოვანი ანთება, რომელიც შემდეგ  გადადის დანამატი წიაღების ანთებაში. თუ თქვენ შეგხვდათ ვირუსული ინფექცია და გაქვთ ცხვირის გაჭედვა, სურდო, დილის ხველა და 10 დღის შემდეგ ისევ ასე ხართ, ბუნებრივია ეს არის მინიშნებები რინიტზე, გართულებული სინუსიტით.

ალერგიის მკურნალობა ანტიჰისტამინებით და ჰორმონებით, რა დროს რა სქემა მუშაობს ეფექტურად?

მთავარი აქ არის დიაგნოზის სწორი ვერიფიცირება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატები, თავისი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დანიშნულებით, ძირითადად ორი დაავადების დროს გამოიყენება. ანტიჰისტამენური პრეპარატი ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს ჩვენება, ალერგიული რინიტის მკურნალობა და კანის ალერგიული დაავადებების მართვა. ანტიჰისტამენურ პრეპარატებს არ აქვთ ჩვენებაში იგივე ქვედა სასუნთქი გზების ან ბრონქული ასთმის დროს, ან ბრონქიტის დროს მათი გამოყენების თაობაზე.  ანტიჰისტამინური პრეპარატით გაჩერებული ხველა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს ალერგია. ამ პრეპარატების განსაკუთრებით პირველ თაობას, რომლებსაც აქვს უნარი თავზურგტვინის სითხეში შევიდეს ანუ ისინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევენ და შეუძლია ხველის ცენტრის დათრგუნვა, ისევე როგორც სედაცია (დაძინება). ამიტომ ანტიჰისტამენურ პრეპარატს გააჩნია მსუბუქი ხველის დამაშვიდებელი ფუნქცია, გამომდინარე იქედან, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ხველა, ინფექციური თუ ალერგიული. ამ ტიპის პრეპარატებს აქვს თავისი ნოზოლოგიური დანიშნულება, ცხვირთან მიმართებაში ჩვენ ვიყენებთ ანტიჰისტამენურ პრეპარატებს, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს კი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს და ცხვირში ნაზალური სპრეების სახით.

ლეიკოტრიენების ანტაგონისტები ხშირად გამოიყენება ჰიპერდანიშნულებების სახით, ბრონქოსპაზმით მიმდინარე პრევენციის დროს და არა  როგორც ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებად. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ და წამლის სააგენტომ საყურადრებო ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიოს. ითქვა, რომ ლეიკოტრიენების ანტაგონისტებთან მიმართებაში იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები ნევროლოგიურ ჭრილში და მინიმალური ჩივილების დროს ნუ გამოიყენებთ, მათ შორის ხველის ან გახანგრძლივებული ხველის დროს.  ეს პრეპარატები საჭიროა ინფექციით ან ვირუსით გამოწვეული ვიზინგის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც არ გვინდა, რომ ბრონქოსპაზმი განვითარდეს.

მოქმედებს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატი მათზე, ვისაც ბანალური ვირუსული ინფექცია ალერგიული ფონით უმძიმდება?

ჩვენი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია იმუნური სისტემის მამოდულირებელი პრეპარატების გამოყენება. აქ არის არის საუბარი იმაზე, რომ მივიღებთ პრეპარატს და ავად არ გავხდებით, აქ საუბარია იმაზე, რომ მივიღებთ პრეპარატს და ავადობა იქნება მინიმალური, შემოკლებული და ბევრი არასაჭირო მედიკამენტის მიღებას ავარიდებთ თავს. არჩევანი დიდია და რთული გასაკეთებელი, 21-ე საუკუნეში მედიცინა დგას პრეპარატის უსაფრთხოებაზე და შემდეგ ეფექტურობაზე. მჯობნის მჯობნი არ გამოილევა, ყველას თავისი პროფილი აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ალერგოლოგისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება და ამ პრეპარატზე ჩატარებული კლინიკური კვლევები. სწორედ კვლევებით დასტურდება მათი უსაფრთხოებაც და კლინიკური ეფექტურობაც. თითოეულ პრეპარატს ვუყურებ იმ ჭრილში, რომ არ იყოს ზე ჭარბი სტიმულაცია.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარტი, რომელიც ჩემი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, არის ბუნებრივი პოლისაქარიდისგან წარმოქმნილი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი, რომელიც წარმოადგენს სოკოსგან მიღებულ პოლისაქარიდს. ის  კალმახა სოკოს ექსტრაქტირებით მიღებულ პროდუქტ ბეტაგლუკანის ფუძეზე მზადდება, რომელიც წარმოადგენს მცენარეულ პროდუქტს. ის არ გადადის სისხლში და სისტემურ მოქმედებაში. დაწყებული ნუშურა ჯირკვლებიდან და ენის ძირში არსებული ლიმფური ქსოვილიდან, დამთავრებული ჭიაყელა ნაწლავამდე, ადამიანს იმისთვისთვის გვაქვს ეს ყველაფერი, რომ იქ არის ამოფენილი ლიმფური ქსოვილი. ნაწლავ ასოცირებული ლიმფური ქსოვილი კი იმუნური სისტემის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბეტაგლუკანის ტიპის პრეპარატი კუჭ-ნაწლავს ამომფენ ლიმფუიდურ ქსოვილზე მოქმედებს და ამ ქსოვილის სტიმულაციის გზით, C ვიტამინთან ერთად გაკაჟებას უწყობს ხელს. ბეტაგლუკანს აქვს უნარი იმუნური სისტემის აქტივაციით ხელი შეუწყოს ავადობის შემცირებას. ისეთი წამალი, რომ საერთოდ არ ვიავადოთ არ გაგვაჩნია, აუცილებელიც არის, რომ ბავშვმა იავადმყოფოს, რადგან სტერილურად გაზრდილი ბავშვებს, რომლებსაც საერთოდ არ უავადმყოფიათ, ყველაზე ხშირად მათ ემარტებათ ბრონქული ასთმა მოზრდილობის ასაკში. მსუბუქი ავადობა დასაშვებია, მისაღებია და აუცილებელიც კია.

„დეფენსიკანის“ სახელწოდების პრეპარატზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ საშუალოდ 60-70%-ით მცირდება წლიური ავადობა და ამ პრეპარატის გამოყენება ემთხვევა ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდს. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენი დანიშნულებების განუყოფელი ნაწილი ხდება. მნიშვნელოვანია, რომ გაციებითი თუ ნებისმიერი მწვავე დაავადებების დროს, პრეპარატის საპროფილაქტიკო დოზა უნდა გაორმაგდეს.

პრეპარატი ბეტაგლუკანი ძალიან კარგადაა ლაბორატორიულად გამოკვლეული, 1500 პუბლიკაციაა მასზე გამოქვეყნებული. ჩვენთან საშუალოდ ერთი წელია არსებობს, ჩვენს დაკვირვებებსაც ვაწარმოებთ. ჩემი შეფასება დადებითია, მე მომწონს ეს პრეპარატი. მას აქვს თავისი ნიშა, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავადობის დროს, დაიცვათ ასაკობრივი ჭრილი, პედიატრს დაეკითხოთ, ავადობის უკან არ გამოგვრჩეს რაიმე სერიოზული ნოზოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, ორი წლის ასაკიდან, ამ პრეპარატის დანიშვნა თამამად არის შესაძლებელი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები