LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ძლიერი ხველის დროს – მაია ხერხეულიძის რჩევები მშობლებს

20
maia-xerxeulidze-stumrad-eqimtang

რა უნდა ვიცოდეთ ბანალური ვირუსული ინფექციების შესაძლო გართულებაზე, რატომ ვითარდება ცრუ კრუპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და ხველა, როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემების პრობლემების დროს –  ამ თემაზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, გივი ჯვანიას სახელობიდ პედიატრიული კლინიკის ექიმა, პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ისაუბრა.

ქალბატონო მაია, დავიწყოთ საუბარი იმით, რატომ შეიძლება გამწვავდეს ვირუსული ინფექცია?

შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი არის ვირუსული ინფექციების აფეთქების პერიოდი. როგორც წესი, ამ დროს მაღალი სიხშირით ვითარდება სასუნთქი სისტემის ინფექციები და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხშირად ორსულებიც. მათში დაავადების განვითარების და შემდგომი გართულებების რისკი საკმაოდ მაღალია. ორსულებში ავადობის სიხშირეს განაპირობებს ის, რომ ვირუსული ინფექცია ძალიან მრავალფეროვანია. რაც შეეხება ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, აქ გარკვეულწილად იმუნიტეტის უმწიფრობას აქვს ადგილი.

სასუნთქი გზების ნებისმიერი ინფექცია იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებას, გარკვეულწილად მოქმედებს იმუნიტეტზე და არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვის. პროცესი ხშირად იწყება ბანალური ვირუსული ინფექციით, მშობლები ამ მდგომარეობას გაციებასაც კი ეძახიან, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბრონქიტი. ასევე მცირე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლოტი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ბავშვის სტაციონარში მოთავსება ხდება ხოლმე საჭირო. შესაძლოა გამოვლინდეს პნევმონია, მოზრდილ ბავშვებში ხშირია სინუსიტი, ოტიტი. შედარებით იშვიათია ნევროლოგიური გართულებები, თუმცა მსგავს შემთხვევებსაც აქვს ხოლმე ადგილი.

განსაკუთრებით მცირე ასაკის, 6 თვემდე პატარებს, უმწიფარი იმუნიტეტით,  არ შეუძლიათ თავად ებრძოლონ დაავადებას, ამიტომ ნებისმიერი ბანალური ინფექციის დროსაც კი მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა გართულებები თავიდან აირიდონ და სწორად წარიმართოს მკურნალობა.

ზედა სასუნთქი გზების პრობლემით, რომ დავიწყოთ. რა უწყობს ხელს კრუპის განვითარებას და არის თუ არა ვირუსთან ერთად სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც?

ცრუ კრუპი, ეს არის ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებითი ხასიათის დაავადება, რომელიც მცირე, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად კლინიკური სიმპტომო-კომპლექსი  პრაქტიკულად აღარ გვხვდება. მცირე ასაკის ბავშვს სასუნთქი გზების აგებულების ანატომიური თავისებურება აქვს, ეს გზები ვიწროა და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ანთების დროს, ლორწოვანი გარსი თუნდაც ერთი მილიმეტრით რომ  შეშუპდეს, მკვეთრად ქვეითდება ჰაერის ნაკადის გამავლობა. მოზრდილ ადამიანთან სასუნთქი გზების დიამეტრი შედარებით ფართოა, შესაბამისად, ვირუსით განპირობებული შევიწროება ვერასოდეს ვერ შეამცირებს ჰაერის ნაკადს. ამიტომ კლინიკური სიმპტომები რომელიც ცრუ კრუპს ახასიათებს, მოზრდილ ადამიანებში არ გვხვდება.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანში,,თეთრი კურდღელი” ძალიან ნათლად და ზუსტად არის აღწერილი ის კლინიკური სურათი, რომელიც ვითარდება ასეთ დროს და როგორ შეიძლება მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს პატარა. ცრუ კრუპის საწინააღმდეგოდ იმუნიზაცია არ გვაქვს და შესაბამისად ეს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს. მშობლების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი გაციების დროს, უხშირესად ღამით იწყება შეტევა, შეტევითი ხასიათის ხველით. ჩვენ ამას მყეფარე ხასიათის ხველას ვეძახით. ამას თან სდევს ხმის ჩახლეჩვა და ხმაურიანი სუნთქვა, როდესაც განსაკუთრებით რთულია ჩასუნთქვა. მშობლებს რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის გარეთ ჰაერზე გაყვანა, ეს ერთგვარი შვებაა ბავშვისთვის. ასევე შეიძლება გამოიყენონ ორთქლი, ოღონდ არა ინჰალაცია, არამედ ონკანთან, ცხელ წყალთან შეგვიძლია  შევიყვანოთ ბავშვი. სუნთქვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ხორხის შევიწროვება, ეს ხდება კალციუმის დეფიციტის დროს.  მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ხორხის შევიწროება კავშირშია გარკვეულ საშიშროებასთან, რადგან თუ ხორხის შევიწროვება არის ძალიან მკვეთრი და ხდება მისი დახშობა, ეს ბავშვს სასიცოცხლო საფრთხეს შეუქმნის.

ხველა, რა შეიძლება გახდეს მისი მაპროვოცირებელი და რა დროს არის ის უფრო საყურადღებო, როცა ის მშრალი ხასიათისაა თუ პირიქით?

ძალიან კარგი კითხვაა და ამავდროულად რთული საპასუხო, რადგან გააჩნია რასთან გვაქვას საქმე და რა იწვევს ხველას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მშრალ ხველაზე, უხშირესად არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციით განპირობებული. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს ხორხის პრობლემები, ტრაქეის პრობლემები. როდესაც სველ, პროდუქტიულ ანუ ნახველიან ხველაზეა საუბარი, აქ საქმე გვაქვს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციასთან. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტის დროს, ფილტვის ანთების შედეგი. მართალია ფილტვის ანთება მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ზედა სასუნთქი გზების პრობლემებიც საფრთხილოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ხორხის მკვეთრი შეშუპება. რეალურად ხველა არ არის სასიამოვნო სიმპტომი, ის შეიძლება იყოს ერთეული, რომელიც არ არის ძალიან შემაწუხებელი, ამ შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს განგაშის ნიშანს. თუმცა ყველა სხვა რამ კომპლექსში შეიძლება იყოს უფრო საყურადღებო. თუ არის ხველა სველი, პროდუქტიული, აუცილებლად მნიშვნელოვანია ექიმმა მოუსმინოს ბავშვს, რადგან ბავშვს არ ჰქონდეს პნევმონია. ეს არის ბაქტერიული გართულება, რომელსაც აუცილებელი მკურნალობა სჭირდება.

ხშირად გვირეკავს პაციენტი და გვეკითხებიან ხველის დროს რა მისცენ ბავშვს, ვერც ერთი ექიმი ვერ ნიშნავს ამ დროს წამალს, რადგან აუცილებელია ბავშვის მოსმენა. ერთმა მედიკამენტმაც კი, რომელსაც თქვენ იყენებთ მშრალი ხველის შემთხვევაში, შეიძლება მდგომარეობა გაგიუარესოთ. ამიტომ თუ ხველა არის შემაწუხებელი ან შეტევითი ხასიათის, იმის და მიუხედავად მშრალია თუ სველი, მნიშვნელოვანია, რომ არ დავიწყოთ თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან მცირე ასაკის ბავშვებში სწრაფად ვითარდება გართულება. ხველის საშუალებით ადამიანი ახორციელებს იმას, რომ სასუნთქ გზებში მოხვედრილ ნებისმიერ უცხო სხეულს და მათ შორის ინფექციის დროსაც, სეკრეტს იცილებს სასუნთქი გზებიდან, ანუ ითავისუფლებს სასუნთქ გზებს.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველა არის არაეფექტური, მათ არ შეუძლიათ სასუნთქი გზების ეფექტურად გაწმენდა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამ ასაკში გამოვიყენებთ მედიკამენტებს და მოვახდენთ ნახველის გათხელებას, ჩვენ შეიძლება მდგომარეობა გავაუარესოთ. რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ ექიმთან მივალთ, შეგვიძია გამოვიყენოთ მთელი რიგი საშუალებები, მათ შორის ესაა ფიზიოლოგიური ხსნარი. თუმცა თუ ხველა პროდუქტიულია, ფიზიოლოგიური ხსნარი რადიკალურ ცვლილებას არ მოგვცემს, ამიტომ მაინც მნიშვნელოვანია ექიმმა გასინჯოს ბავშვი. იგივე საინჰალაციო საშუალება მხოლოდ ექიმმა უნდა შეარჩიოს.

რატომ ვითარდება ბრონქიტიროგორი ტიპისაა ეს ხველა და ყოველთვის საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკები?

ბრონქიტი შეიძლება იყოს მიმდინარე ბრონქოსპაზმი ან ბრონქოსპაზმის გარეშე.  როდესაც ბრონქოსპაზმი არ არის, ამ შემთხვევაში ეს არის ბრონქების ლორწოვანი ანთება, რომელიც უხშირეს შემთხვევაში არის ვირუსული გენეზის ინფექცია და ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს განპირობებული ბაქტერიული ინფექციით. ძალიან იშვიათია ბაქტერიული ინფექციის წილი, ამიტომ ჩვეულებრივ მის მკურნალობაში არ არის აუცილებელი ანტიბიოტიკის გამოყენება. ბრონქიტის შემთხვევაში ჩვენ ისევ გვაქვს ტემპერატურული რეაქცია, ცხვირიდან გამონადენი, ის შესაძლებელია დაიწყოს მშრალი ხველით, მაგრამ შემდეგ ხველა ხდება პროდუქტიული. მშობელმა შესაძლებელი თავადაც შეამჩნიოს, რომ ვითარდება ბრონქოსპაზმი, რადგან ამ დროს იწყება სუნთქვის გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება მსტვინავი სუნთქვა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას აქვს ბრონქოსპაზმი და აუცილებელია დახმარება, ექიმის ჩარევა. არ აქვს მნიშნვნელობა ხმაურიანი სუნთქვა გამოიწვია ზედა თუ ქვედა სასუნთქმა გზებმა, ორივე შემთხვევაში ორგანიზმს მიეწოდება გაცილებით ნაკლები ჟანგბადი, ვიდრე მას სჭირდება და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. რაც შეეხება ანტიბიოტიკურ თერაპიას, ის სამწუხაროდ ძალიან ფართოდ გამოიყენება. ხშირად მიაჩნიათ, რომ ცხელების წამალია და ყველა ტემპერატურულ რეაქციაზე მშობელი თავად წყვეტს, დაიწყოს ანტიბიოტიკის გამოყენება. მედიკამენტი, რომელიც არ არის ნაჩვენები მოცემულ შემთხვევაში, ის ყოველთვის წინააღმდეგ ნაჩვენებია. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც არ გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები. ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიულ ინფექციას, თუ ბაქტერიული ინფექცია არ არის, სამწუხაროდ ანტიბიოტიკი ვერ ახდენს მის პრევენციას. ჩატარდა არაერთი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ანტიბიოტიკო თერაპიის დაწყება ვირუსული ინფექციის დროს არ ამცირებს ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკები ჩვენი ბუნებრივი, მეგობარი, დამცველობითი ფუნქციის მქონე ანტიბიოტიკების დაღუპვასაც ახდენენ, რამაც შესაძლოა, მეორადად ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებ-ასოცირებული დიარეა, რომელიც შემთხვევათა ნაწილში ძალიან მძიმე პათოგენით არის განპირობებული და ძალიან ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს.

აღსანიშნავი და სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო დგება ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე, რომელსაც ჰქვია ანტიბიოტიკ რეზისტენტობა. ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკო თერაპია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა და ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ პნევმონიის დროს ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რა არის ამის მიზეზი?

პნევმონია 5 წლამდე ასაკში შეიძლება იყოს ვირუსული გენეზით, ანუ ვირუსი იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი, თუმცა თუ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია პნევმონია, საჭიროა ანტიბიოტიკო თერაპია. რაც შეეხება სტაციონარში განთავსებას, თუ ინფექციის კერა არის დიდი, ინტოქსიკაციას და მაღალ ცხელებას ხშირი ხასიათი აქვს, მკვეთრად გამოხატულია უმადობა, არ იღებს სითხეს, მძიმე ხველის ეპიზოდები აქვს, ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი იყოს სტაციონარში. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს და ასევე თუ პნევმონია არ მიმდინარეობს მძიმედ, მისი მკურნალობა ბინაზეც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მოზრდილი ადამიანი 16-18 ჯერ  სუნთქავს, მცირე ასაკის ბავშვი 3-4 ჯერ მეტჯერ, მაგრამ მიუხედავად ამისა თუ სუნთქვა ხდება  ხმაურიანი და თითქოს არ ჩერდება, ისე სუნთქავს პატარა, ეს გარკვეულწილად განგაშის ნიშანია. ასევე მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მცირე ასაკის ბავშვი საერთოდ ვერ იღებს საკვებს ან სითხეს, უვითარდება გულყრა, ძილიანობა აქვს და მივარდნილია, სიცხის დამწევებზე არ რეაგირებს, ეს განგაშის ნიშანია. შესაძლოა აქ მძიმე ინფექციასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სწორი მურნალობის დანიშნვნა.

ნარჩენი ხველა, რა დრომდე არის ის საშიში?

ძალიან ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხველის გახანგრძლივებას. მათ შორის ერთ-ერთია რესპირატორულ სინციტიალური ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომელიც უხშირესად მცირე ასაკის ბავშვებში იწვევს მძიმე გამოვლინებას, ბრონქიოლოტს, რომელსაც სერიოზული სუნთქვის უკმარისობა ახასიათებს  ასეთ დროს ხველა შესაძლოა ძალიან გახანგრძლივდეს. ყველამ კარგად იცის ყივანახველა, რომელზეც კარგია რომ ვაქცინაციის ვატარებთ და შემთხვევები შედარებით ნაკლები გვაქვს, მაგრამ მაინც არის შემთხვევები და ასეთ დროს ხველა შეიძება 6 თვემდეც კი გახანგრძლივდეს.

თუ ქრონიკულ ხველასთან გვაქვს საქმე, ანუ ბავშვი ყოველდღიურად, ორი თვე და მეტი ახველებს,  ესეც საყურადღებოა, რადგან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბრონქულ ასთმას, ბაქტერიულ სინუსიტს, გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სწორი დიაგნოსტირება.

შესაძლოა თუ არა ვისაუბროთ იმ ტიპის პრეპარატზე, რომელიც ერთის მხრივ გააძლიერებს იმუნიტეტს, მეორეს მხრივ კი მოახდენს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებათა გამწვავების პრევენციას?

ვაქცინაციას აქვს ძალიან დიდი როლი და გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა, ეს აცრა იცავს გრიპის ინფექციისგან, ანუ იმ ინფექციისგან, რომელიც ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე ხშირია და მძიმედ მიმდინარეობს.

ჰიგიენის ნორმების დაცვა ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სასუნთქი გზების ინფექციებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ასევე უნდა დავიცვათ ელემენტარული კულტურა და ავადმყოფი ბავშვი სახლში დავტოვოთ, რათა სხვაც არ დააინფიციროს. ხელი დავიბანოთ ხშირად, რადგან ხშირად ინფექცია ხელიდანაც გადადის და ასევე ცემინების და ხველის დროს დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.

მნიშვნელოვანია გაკაჟება, ჰაერის გამოცვლა, ყინულის მოედანი  და კვების ტიპი. არსებობს საკვები, რომელიც ხელს უწყობს დამცველობითი ნივთიერებების გააქტიურებას. ჩვილებში უმნიშვნელოვანესია ძუძუთი კვება, დედისგან გამზადებული იმუნიტეტი გადაეცემა ბავშვს.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიკამენტები, რომლებიც გარკვეულწილად იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენენ, რათა ბავშვს არ დაემართოს ვირუსული ინფექცია, ან უკვე არსებობის შემთხვევაში ადვილად მოახერხოს მისი კუპირება. დეფენსიკანი არის მედიკამნეტი, რომელიც ძალიან მოხარულები ვართ, რომ შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ის არის ერთ-ერთი ბუნებრივი მედიკამენტი.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია, ის არის იმუნო-გლუკანი, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას ახდენს და შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს მოცემული მედიკამენტის დამცველობით ეფექტს, ასევე ახდენს არასპეციფიკური და სპეციფიკური ნივთიერებების აქტივაციას, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსულ ინფექციას, ფაგოციტოზის უნარს აძლიერებენ და ადვილად ახერხებენ ამ ინფექციის მოშორებას, ვირუსულ ინფექციას არ აძლევენ საშუალებას ახალ ახალი უჯრედები და ქსოვილები დააზიანოს. ერთის მხრივ იმუნური სისტემის  გაძლიერების გამო, ბავშვის ორგანიზმს ახალი ინფექციისგან იცავენ, მეორეს მხრივ, უშუალოდ დაავადების პერიოდში, ხელს უწყობენ გართულებების თავიდან აცილებას და ავადობის ხანგრძლივობის შემცირებას. ამ მედიკამენტს აქვს ორგვარი გამოყენება, შეგვიძლია ხანგრძლივად დავნიშნოთ ვირუსების პერიოდში ჯანმრთელ ბავშვთან, 1-დან 3 თვემდე.  განსაკუთრებით იმ ბავშვებთან, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ხშირი ინფექციები, მათი სოციალიზაცია მოხდა, არიან გარემოში, სადაც ხშირია ვირუსული ინფექციების გავრცელება და სწორედ ამ მედიკამენით შეგვიძლია დავიცვათ ისინი და მკვეთრად შევამციროთ მოცემული ინფექციების სიხშირე.  ამ მედიკამენტის გამოყენება მშობლებსაც შეუძლიათ, თუ მათ ინფექცია აქვთ, ის დაგვეხმარება ინფექცია მარტივად წარიმართოს და ორგანიზმის ბრძოლის უნარი გააძლიეროს. დაცვითი ფუნქციისთვის შედარებით დაბალ დოზას ვიყენებთ, ინფექციასთან საბრძოლველად შედარებით მაღალ დოზას, მედიკამენტს პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, ის გახლავთ ევროპული ხარისხის  და უკანასკნელი 10 წელია აქტიურად გამოიყენება  ბაზარზე. არაერთი კვლევა გვიჩვენებს მის სარგებლიანობას და ეფექტურობას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები