LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიტუალები, რომელთა შესრულება იღბლისა და კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ – „ფენშუი ყველასთვის“

გადაცემის ლაივი LIVE

22 იანვარს „ავტორადიოს“ ასტროლოგიურ გადაცემაში „ფენშუი ყველასთვის“, ავტორმა და წამყვანმა ეკატერინე კვარაცხელიამ აღმოსავლური ახალი წელი, მისი ძირითადი ტენდენციები და ის რიტუალები განიხილა, რომელთა შესრულება იღბლისა და კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

24 იანვარს, 01:43 საათზე ახალი წელი უკვე აღმოსავლური კალენდრით შევა ძალაში. რა თქმა უნდა, დღესასწაულს ყველა ამაღლებული განწყობით უნდა შეხვდეს, მაგრამ საჭიროა რამდენიმე მარტივი რიტუალის ჩატარებაც წლის მასპინძლის – თეთრი ლითონის ვირთხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

2020 წლის მოკლე მიმოხილვა –

2020 წელი თეთრი ლითონის სტიქიის ვირთხის წელია, ამიტომ პრიორიტეტი თეთრს, ვერცხლისფერს და ოქროფერს მიენიჭება. მართალია, წელი რთული იქნება, რადგან  ციფრების დაჯამებით ნაკლებად პოზიტიური ციფრი „4“ მიიღება, მაგრამ სწორედ ლითონის სტიქიის წყალობით დაგეხმარებათ ვირთხა პრობლემების ასხლეტაში.

2020 წელს ბევრი შეძლებს განვლილი 12-წლიანი ციკლის გადაფასებას, რადიკალური ცვლილებების განხორციელებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. ჭკვიანი, არაორდინალური და კარგი ინტუიციის პატრონი ვირთხა, ბუნებით ლიდერია და სურვილთან ერთად უნარიც აქვს დაიმორჩილოს სხვები, ამიტომ 2020 წელს მათ გაუმართლებთ, ვინც ინიციატივას აიღებს საკუთარ თავზე და ითავებს ლიდერობას. თუმცა, მოგიწევთ თავდაუზოგავად მუშაობა, რათა მოიპოვოთ წლის მანპინძლის სიმპათია.

2020 – წარმატებული წელია ფინანსურად. თამამად დააბანდეთ კაპიტალი გრძელვადიან პროექტებში, უძრავ ქონებაში, საქველმოქმედო ფონდებში და დარწმუნებული იყავით, რომ ერთი-ორად აინაზღაურებთ დანახარჯს, აუცილებლად დაგიფასდებათ პროფესიული მონდომება, ვირთხა კი, კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

წინა საახალწლო რიტუალები –

აუცილებლად დაალაგეთ და დაასუფთავეთ სახლი, მერე კი, გააფორმეთ და ლამაზად მორთეთ. გააწყვეთ სუფრა მდიდრული სერვიზით და მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები. ჩაიცვით თეთრი, ლურჯი ან მწვანე, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სამოსი წითელი აქსესუარებით. ვირთხას არ უყვარს ვულგარულობა, ამიტომ შეარჩიეთ მაქსიმალურად სადა, მოხდენილი ტანსაცმელი, მოერიდეთ ბეწვის ქურქებს და სამოსს ცხოველების, განსაკუთრებით მელას, კატის და ძაღლის გამოსახულებით.

სადღესასწაულო ვახშამზე, რომლის მენიუ 12 განსხვავებულ კერძს უნდა აერთიანებდეს, მაგიდის ცენტრში მოათავსეთ ვირთხის ფიგურა, გვერდით კი, ორი ვერცხლისფერი სინი დაუდგით თხილით, კაკლით და არაქისით, ხორბლით და ბრინჯით, სადაც ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალიწინებით ჩაყრით ერთლარიან მონეტებს. ვირთხას არ უყვარს პიტნა, ამიტომ მოერიდეთ პიტნიანი კერძების მომზადებას. აუცილებელია იყოს სუფრაზე მცირე კუბიკებად დაჭრილი ყველის ასორტი.

24 იანვარს, ზუსტად 01:43 საათზე დაჯექით ზურგით სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს და ჩაიფიქრეთ სურვილი, მერე კი, დაწერეთ ფურცელზე და შეინახეთ სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მანადე, სანამ არ აგისრულდებათ.

რეკომენდაციები ვირთხის წელს დაბადებულთათვის –

ვირთხის წელს დაბადებულთათვის იღბლიანი ფერებია ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი,  ნაკლებად გაამართლებს ყვითელი და ყავისფერი. პოზიტიური ციფრები – 2 და 3, 23 და 32, ნეგატიური – 5 და 9. პოზიტიური თვეები – თებერვალი, მაისი და სექტემბერი, ნეგატიური – აპრილი, ოქტომბერი და დეკემბერი.

2020 წლის პროგნოზი მათთვის, ვისი სახლის კარი აღმოსავლეთითაა გაჭრილი –

ადამიანის ბედზე დიდ გავლენას ახდენს მისი სახლის ენერგეტიკა და სწორედ ამიტომაა საჭირო მომავალი წლის პროგნოზის ცოდნა და გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება.

2020 წელი ყველაზე მძიმე მათთვის იქნება, ვისი სახლის კარიც აღმოსავლეთითაა გაჭრილი, რადგან ეს ზონაა ნეგატიური ენერგიის – ე.წ. „ყვითელი ხუთიანის“ ადგილია. ამგვარი სახლის ბინადართათვის ნაკლებად გაამართლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარება 4 თებერვლის შემდეგ, რადგან „ყვითელი ხუთიანის“ ნეგატიურ ენერგიას სწორედ ხმაური პროვოცირებს.

მფრინავი ვარსკვლავების რუქა 2020 წელს –

თეთრი მფრინავი ვარსკვლავი „1“, რომელიც წყლის სტიქიას წარმოადგენს და ადამიანის გონიერებაზე, კომუკიაციაზე აგებს პასუხს, სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსდება. მას, ვისაც ამ მხარეს აქვს გაჭრილი სახლის კარი, შეძლებს საღი გონებით გაიზაროს მიმდინარე მოვლენები და იმოქმედოს გონივრულად. 2020 წელი პირველ რიგში მათთვის იქნება იღბლიანი, ვისაც პროფესიული ზრდა, დაწინაურება ან ახალი სამსახურის მოძიება უნდა. ვარსკვლავი „1“, რომელიც კეთილშობილ ადამიანთა ვარსკვლავად ითვლება, აუცილებლად დაგეხმარებათ გავლენიანი, ავტორიტეტული მფარველების მხარდაჭერის მოპოვებაში, მთავარია მეტი დრო გაატაროთ სახლის ამ ზონაში.

შავი ვარსკვლავი „2“, რომელსაც ხშირად ავადმყოფობის ვარსკვლავსაც უწოდებენ, სახლის სამხრეთ ნაწილში დაბინავდება. ამიტომ, ვისაც სამხრეთით აქვს გაჭრილი სახლის კარი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას, დაიცვას კვებითი რეჟიმი და მეტი დაისვენოს, არასასიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში კი, გადადების გარეშე მიმართოს   ექიმს. დადგით წყლით სავსე თასი გარშემო მონნეტებით სახლის ამ ზონაში, რათა გაანეიტრალოთ ვარსკვლავის უარყოფითი ენერგია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი