LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა მივირთმავთ ხილი – სასარგებლო ხილთა ხუთეული – ადრენალინი

9
bg-img2-768x432

ხილი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ფიზიკური პრობლემების ფართო დიაპაზონთან გამკლავებაში ეხმარება. კერძოდ: ორგანიზმს ენერგიით ავსებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

გთავაზობთ რამდენიმე სახეობას:

1. გრეიპფრუტი – ეს არის პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და ორგანიზმს საკვებისგან მეტი ენერგიის მიღების საშუალებას აძლევს. ეს უკანასკნელი კი წონის დაკლებაში გვეხმარება, სწორედ ამიტომ, შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლები სადიეტოდ გრეიპფრუტს ირჩევენ.

2. სასარგებლო ხილთა ჩამონათვალში მარწყვი ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს მალფუჭებადი პროდუქტი, გაყინვით სასარგებლო თვისებების ნახევარს კარგავს. მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ორგანიზმის დაბერებას ეწინააღმდეგება. იგი შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს აძლიერებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ერთი ჭიქა მარწყვი C – ვიტამინის შემცველობით დღიურ ნორმას 30 %-ით აღემატება.

3. ასეთივე დადებითი თვისებებით გამოირჩევა ანანასი, რომელსაც მჟავე და თან ტკბილი გემო აქვს. ანანასიც დიდი რაოდენობით C – ვიტამინის მატარებელია. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მისი სიმდიდრე. მასში შემავალი კალიუმი ორგანიზმს ენერგიით ავსებს და იცავს დაავადებებისგან. ბრომელაინი კი C – ვიტამინთან ერთად ყელის ტკივილს აამებს და ამცირებს ხველას. ანანასში ბევრი მარგანეცია, რომელიც ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

4. და ბოლოს, უფლება არ გვაქვს გვერდი ავუაროთ ვიტამინებით გაჯერებულ ისეთ გემრიელ ხილს, რომელიც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით ყველა დანარჩენ ხილთან შედარებით მაღლა დგას. ეს არის უკვდავების ხილი – ვაშლი, რომლის შემადგენლობაში შედის ანთების საწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული და ანტიალერგიული ნივთიერებები. გარდა ამისა, ვაშლი მდიდარია ფლავონოიდებით და ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.

5. სასარგებლო ხილთა ჩამონათვალს დაასრულებს ავოკადო, რომელიც შეუცვლელია გულისთვის. იგი მას აძლიერებს, აჯანსაღებს და დაავადებების რისკს ამცირებს. ავოკადოს ნაყოფში დიდი რაოდენობით ცხიმები და კალიუმი შედის. ეს უკანასკნელი სისხლის წნევას არეგულირებს. ასევე შეიცავს B – ჯგუფის ვიტამინებს,  კაროტინოიდებს და ტოკოფეროლს, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს ებრძვიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები