LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის აუცილებელი მზის სხივები ჩვენი ჯანმრთელობისთვის – გადაცემა ,,ადრენალინი”

8
shutterstock-538598362-1280x720

მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის სხივები აძლიერებს ყურადღებას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, ამიტომაც, მზიანი დღე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ შრომისა და შემოქმედებისათვის!

გონებრივი სამუშაოთი დაკავებულებმა უმჯობესია სამუშაო კუთხე ფანჯარასთან ახლოს მოიწყონ. მზის სხივები სამუშაოს უკეთ და სწრაფად შესრულებაში გვეხმარება.

მზის სხივები ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის უნივერსალური წყაროა. ის საოცრებებს ახდენს ორგანიზმში. მზის სინათლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება უამრავი სასარგებლო და ქსოვილთა ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერება.

ყველამ იცის, რომ მზის სხივების წყალობით კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც D ვიტამინის შემცველობას ზრდის. მზის სხივების მთავარი ღირსება D ვიტამინის წარმოქმნის ხელშეწყობაა. სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, რომლებსაც საკვებით ვიღებთ, D ვიტამინი კანში წარმოიქმნება ფოტოსინთეზური რეაქციიის შედეგად. მასზე გავლენას ახდენს ტანსაცმელი, ჭარბი ცხიმი, მზისგან დამცავი კრემი და კანის პიგმენტ მელანინის რაოდენობა. მაგალითად, თეთრი კანის პატრონებს საცურაო კოსტიუმით ზაფხულის მზეზე ნახევარი საათით მიფიცხებაც ჰყოფნით მთელი 1.25 მგ D ვიტამინის გამოსამუშავებლად, მაშინ როდესაც იმავე პირობებში მუქ კანში ულუფის მხოლოდ ნახევარი თუ წარმოიქმნება.

D ვიტამინი ნაწლავის უჯრედებში გროვდება, სადაც კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აძლიერებს. მისი მთავარი ფუნქცია პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური რაოდენობის შენაჩუნებაა. ეს აუცილებელია, რათა სათანადოდ წარიმართოს მეტაბოლური პროცესები, ნერვკუნთოვანი გადაცემა და ძვლების მინერალიზაცია.

ბავშვებთან D ვიტამინის დეფიციტი რაქიტს – ძვლის ზრდის შეფერხებასა და ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს.

ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებენ რაქიტის, ფსორიაზის, ეგზემის და ზოგი სხვა დაავადების სამკურნალოდაც.

აღსანიშნავია, რომ მზის დეფიციტი დეპრესიას იწვევს. ამ მდგომარეობას სეზონურ-აფექტურ აშლილობას უწოდებენ. მზის სინათლით გაჯერება კი გვმუხტავს ენერგიით, გვიმაღლებს გუნება-განწყობას, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს. საუკეთესოა სამუშაოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით გასეირნება, უარყოფით ემოციებთან და ფიქრებთან განშორება, ასე რომ, ისიამოვნეთ მზით, ოღონდ მასთან ურთიერთობის წესები არ დაივიწყოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები