LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ირჩევს ზლატანი – იდეალური შვედური დუო – ,,ავტოსთორი”

8
Zlatan Volvo - HEAD

რამდენიმე წლის წინ შვედებმა გამოაქვეყნეს ერთობ ემოციური რგოლი, სადაც მთავარ როლში, მათ ახალ საამაყო ავტომობილთან ერთად, შვედეთის ნაკრების საამაყო ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვხედავთ.

ზლატანი გენიალური ფეხბურთელია. ბევრისთვის პროვოკაციული და აგრესიულიც კი. რამდენად შეეხამება მის ასეთ ხასიათს რაიმე ავტომობილი?

ეს არის ვოლვო V-90, ავტომობილი, რომლის მფლობელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. ვინც V90-ს მართავს, მებრძოლი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია!

არადა, თავის დროზე, როცა შვედეთის ქალაქ მალმიოს ღარიბთა უბანში ცხოვრობდა, ხორვატი დედისა და ბოსნიელი მამის შვილს ფაქტობრივად არაფერი გააჩნდა.

,,დასახული მიზნის მისაღწევად მთელი ცხოვრება მაგრად ვიბრძოდი, ეს გზა ჩემებურად გავიარე და ყველას ვურჩევ, არასდროს გადაუხვიოთ საკუთარ გზას, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, საიდან მოდიხართ!” – ამბობს ზლატანი.

ამ ვოლვოს გამოსვლის შემდეგ, შვედური ავტომწარმოებლის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები