LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ ლინზების მოხმარების დროს – გადაცემა ,,ადრენალინი”

26
contact-lenses

დღეს, ლინზების გამოყენება, განსაკუთრებით ესთეტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ ხშირია. მანდილოსნები ფერად ლინზებს თვალის ფერის შესაცვლელად მიმართავენ. ამიტომ, მისი გამოყენება, იმის მიუხედავად, სამკურნალოდ გვჭირდება თუ ესთეტიკური თვალსაზრისით, ექიმის გარეშე არ შეიძლება. ლინზა რქოვან გარსზე მაგრდება, რომელსაც თვალის ოპტიკურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია. ის, თვალის საკმაოდ ფაქიზი და მგრძნობიარე ნაწილია. ამიტომ, თუ რქოვანის ზედაპირი ჯანმრთელი არ არის, მასზე ალერგიული, ანთებითი ცვლილებები აღინიშნება. ასეთ დროს აუცილებლად ჩნდება პრობლემა. კერძოდ, თვალი წითლდება და მასში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

კონტაქტური ლინზა იმ ვადით უნდა მოვიხმაროთ, რაც ინსტრუქციით არის მითითებული. ამ ვადაში თვალმა ცრემლის საშუალებით მავნე, ზედმეტი ნივთიერებები აუცილებლად უნდა გამოდევნოს. ვადაგასული ლინზა კი ჟანგბადს არ ატარებს, მავნე ნივთიერებებს აკავებს და თვალი ქრონიკული ინფექციის ბუდე ხდება.

გარდა ამისა, ზოგიერთი ფორმის სამედიცინო დანიშნულების ლინზით ძილიც შესაძლებელია, მაგრამ ფერადი ლინზები დაწოლისას აუცილებლად უნდა მოიხსნათ და სპეციალურ ხსნარში ჩადოთ, რომ თვალების ფერის ცვლასთან ერთად მხედველობის დაქვეითება არ გამოიწვიოს.

მართალია სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ასე რომ, მსხვერპლად მაინც და მაინც თქვენს ჯანმრთელობას ნუ გამოიყენებთ. დაიცავით იგი ყველა წესის გათვალისწინებით და გაუფრთხილდით თქვენს თვალის ჩინს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები