LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გველის ლითონის ვირთხის წელში – ფენშუის ოსტატი ეკა კვარაცხელია

„კალენდარული 2020 წელი უკვე დადგა, თუმცა ვირთხის წელი ჯერ არ დამდგარა, ეს მოხდება 25 იანვარს. წელი 2021 წლის 11 თებერვლამდე გაგრძელდება.

ლითონის ვირთხის წელში დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც დაბადებული არიან 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996  და 2008 წლებში და ცხადია ისინიც, მიმდინარე წელს ვინც დაიბადება.

წლის იღბლიანი ფერებია ლურჯი, ოქროსფერი და მწვანე.

იღბლიანი ციფრებია 2 და 3.

აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანი განისაზღვრება მთვარის კალენდრით და ყოველ ჯერზე მისი დადგომისას სხვადახსხვა რიცხვებში იწყება, ანუ 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. ვირთხის წელი 12 წელში ერთხელ დგება თუ თქვენ იანვარში ან თებერვალში დაიბადეთ, შეიძლება იყოთ ვირთხა ან ტახის ზოფდიაქოს ნიშანი

იღბლიანი დღეებია მე-4 და მე-13 მთვარის დღე ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. იღბლიანი თვეები მიმდინარე წლის მეორე, მეხუთე და მეცხრე თვეები მთვარის კალენდრის მიხედვით.

ვირთხები უნდა მოერიდონ ყვითელ და ყავისფერ ფერებს.

მათთვის უიღბლო ციფრებია 5 და 9.

უიღბლო თვეები მე-4, მე-10 და მე-12 თვეები ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით.

ვირთხებს აქვთ კარგი ინტუიცია, სწრაფი რეაქციები. ახალ გარემოს ადვილად ეგუებიან. აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, არიან ცნობისმოყვარეები და აქვთ ნიჭი, გამოავლინონ თავისი უნარები ყველა სფეროში და ყველაფერი გამოსდით წარმატებულად.

ქალი ვირთხები არიან მომხიბლავები, ჭკვიანები, კარგი დიასახლისები, გონებამახვილები და  ადვილად სწავლობენ ყველაფერ ახალს. გამომდინარე იქიდან, რომ ვირთხის წელში დაბადებულები არიან ნაკლებად მამაცები მათ სხვა ადამიანების მართვის უნარი აქვთ. ვირთხები არ არიან კარგი ლიდერები, მაგრამ არიან მიზანსწრაფულები და შეუპოვრები. მათ არა აქვთ მრავალმხრივი თვალთახედვა, ისინი არიან კეთილები, მაგრამ ზოგჯერ ხდებიან უცერემონიოები სხვებთან ურთიერთობაში.

როგორც წესი, ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები ღამის ცხოვრები ცხოვრობენ და ამის გამო, გვიან იღვიძებენ. ვირთხების პროფესიები, გამომდინარე მათი შორსმჭვრეტელური ნიჭიდან და პროფესიონალიზმიდან, არის ისეთი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს ყველაფრის სიფრთხილით და რუდუნებით გაკეთებას. ვირთხები შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი ადმინისტრატორები, დირექტორები, მენეჯერები, პოლიტიკური მოღვაწეები, მუსიკოსები, მწერლები, ტელეწამყვანები, იურისტები, მეცნიერები. აღსანიშნავია, რომ ვირთხის ნიშნით დაბადებული ადამიანები შესანიშნავი მძღოლები არიან.

ვირთხებს ყველანაირ ადამიანთან კონტაქტი აინტერესებთ, უყვართ ახალი მეგობრების შეძენა, მაგრამ ვინმესთან ახლო ურთიერთობაში იშვიათად შედიან.

ისინი გარეგნულად მომხიბვლელები არიან, იციან როგორ განაწყონ ადამიანები მათდამი კეთილად. ვირთხებს მეგობრების დიდი წრე არ ჰყავთ, მაგრამ მათ გარშემო რამოდენიმე ნამდვილად საიმედო მეგობარია. სასიყვარულო კავშირებს ადვილად იწყებენ და ამთავრებენ, ახასიათებთ გარკვეული ემოციური არასტაბილურობაც.  ყველაზე კარგად ეწყობიან ხარს, დრაკონს და კურდღელს. ვერ ახერხებენ წარმატებულად ურთიერთობას ცხენთან და მამალთან.

ვირთხის ნიშნით დაბადებული ცნობილი ადამიანები არიან: პეტრე I, პეტრე ჩაიკოვსკი, ლევ ტოლსტოი, მიხეილ გლინკა, უილიამ შექსპირი, მოცარტი, ემილ ზოლა, ლუი არმსტრონგი და უინსტონ ჩერჩილი,მატა ჰარი, ანტონიო ბანდერასი და დედოფალი ელისაბედი.

2020 წელი ვირთხებისთვის ბედნიერების წელი იქნება  და ყველაზე იღბლიანი წელი , განსაკუთრებით ეს ეხება კარიერას. თუმცა ჯანმრთელობის და ურთიერთობის სფეროში შესაძლოა გართულებები, ამიტომ თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

კოლეგებთან ურთიერთობაში მძიმე წელი იქნება, შეიძლება რამოდენიმე კონფლიქტი მოგიხდეთ მათთან. თუ სიმტკიცეს და პროფესიონალიზმს გამოიჩენთ, თქვენთვის სასიკეთო იქნება.

განსაკუთრებით წარმატებული ეს წელი იქნება წლის პირველ ნახევარში დაბადებული ვირთხებისათვის. თუმცა თუ მეტ ?ძალისმხევას გამოიჩენთ და იშრომებთ დაჯილდოვდებით

წელს შეიძლება არც ისე წარმატებული წელი იყოს, ამიტომ ნუ დახარჯავთ ფულს ფუფუნების საგნებზე. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას რაც ხდება ახლა.

სიზმრები

ბევრი თქვენგანის თხოვნით ვისაუბრებ სიზმრებზე. რას ნიშნავს სიზმარი, რომელი დღეა ისეთი, როცა სიზმარი პირდაპირი გაგებით ხდება და ზოგადად რას ნიშნავს სიზმრები.

სიზმრები ასე ვთქვათ, ექვემდებარებიან მთვარის დღეებს. მთვარეზეა დამოკიდებული რამდენად რეალური იქნება სიზმრები. ერთი და იგივე სიზმარი მთვარის სხვადასხვა დღეებში შეიძლება სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ რომელ დღეს გვესიზმრება.

მაგ: თუ მთვარის პირველ დღეს სიზმარი შეიძლება მოსალოდნელი სირთულეების შესახებ გვაფრთხილებდეს, მეხუთე დღეს ეს შეიძლება აიხსნას, როგორც წინასწარმეტყველება ახლობლებთან დაკავშირებით.

დავიწყოთ მთავრის დღეების მიხედვით:

დღე 1. ახალმთვარეობა –  ამ დღეს სიზმრები ძირითადად მსუბუქია და სასიხარულო მოვლენებზე გვაწუყებენ, მაგრამ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ავხსნათ. საჭიროა შემოქმედებითი ახსნა.

დღე 2. – სიზმრები მცდარია. შეიძლება წინაარმდეგობები გესიზმროთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

დღე 3. – ამ დღის სიზმრები იშვიათად ხდება, თუმცა შეიძლება დაგესიზმროთ თუ როგორ გაუმკლავდეთ სირთულებს, ამიტომ ეს სიზმარი დაიმახსოვრეტ და კარგად გააცნობიერეთ.

დღე 4. – სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური და საშიშროების მაუწყებელი იყოს.

დღე 5. –  თუ ამ დღეს გზა და კარგი მოგზაურობები გესიზმრებათ, ეს სასიკეთოა და გამოჯანმრთელებას ნიშნავს, ხოლო თუ მოგზაურობა გართულებულია, ეს მიანიშნებს რაიმე დაავადების დაწყებაზე.

დღე 6. – სიზმრებში ვხედავთ ადამიანებს, ვისთანაც ვალში ვართ, ან ვისთანაც დამნაშავედ ვგრზნობთ. გვესიზმრება დაუსრულებელი საქმეები.

დღე 7. –  ამ დღეს სიზმარი წინასწარმეტყველურია. დაიმახსოვრეთ.

დღე 8. – ასევე წინასწარმეტყველური სიზმრებია.

დღე 9. –  მძიმე სიზმრები, მაგრამ არაახდენადი, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

დღე 10. – სიზმარი იტყუება, თუმცა შეიძლება კარგი რამ დაგესიზმროთ. ამ დღის სიზმარი არაფერს ნიშნავს.

დღე 11. –  არ დაუჯეროთ ამ დღის სიზმრებს, არაფრისმთქმელია.

დღე 12. – წინასწარმეტყველური სიზმრები, ხშირად სასიკეთო.

დღე 13. – სიზმრები რეალურია, მიგვითითებენ შეცდომებზე. ისინი ხსნიან შინაგან პრობლემებს, რისი აღიარებაც ჩვენსავე თავთან გვიჭირს.

დღე 14. – შეიძლება სევდიანი სიზმარი გვესიზმროს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ზედმეტად ვართ ჩაფლული ყოველდღიურ პრობლემებში.

დღე 15. – წინასწარმეტყველური სიზმარი. შეიძლება მინიშნება იყოს იმაზე თუ როგორ  მოაგვაროთ კონფლიქტი.

დღე 16. – სასიხარულო სიზმრები, რომლებიც გვაძლევენ დასვენების საშუალებას და გვახსენებენ, რამდენი სასიამოვნო რამ არსებობს სამყაროში. სიზმარში შეიძლება განიკურნოთ.

დღე 17. – ეროტიკული სიზმარი. თუ ეს თქვენთვის მიუღებელი იყო, მაშინ თქვენი ფსიქიკა დათრგუნულია. თუ გესიამოვნათ, ჯანმრთელი ხართ.

დღე 18. – ამ დრის სიზმარი გაუწყებთ, თუ რა გზით შეიძლება ჯანმრთელობის მოპოვება.

დღე 19. – სიზმრები რთული და შაშიშია, წყალს მოუყევით და დაივიწყეთ.

დღე 20 – გაცნობიერებული სიზმრებია, იფიქრეთ მასზე და შეიძლება ბევრი პრობლემის გადაჭრის გზა იპოვოთ.

დღე 21. – ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

დღე 22. – დაიმახსოვრეთ ეს სიზმრები, ისინი  სულიერი მერიდიანების გაწმენდაში გადეხმარებათ და თქვენ მიიღებთ ღვთის წყალობას.

დღე 23. – სიზმრები მცდარია, შებრუნებულად უნდა ახსნათ.

დღე24. – ალეგორიულად უნდა გაიგოთ. ის მიგანიშნებთ გაქვთ თუ არა წესრიგში შემოქმედებითი და სექსუალური ენერგია.

დღე 25. – ეს არის დღე, როცა თქვენი ქვეცნობიერი სძინავს. შეიძლება შავმა ძალებმა იმოქმედონ. გაღვიძებისას ლოცვა წაიკითხეთ, ცუდი სიზმარი წყალს მოუყევით.

დღე 26. – სიზმრები ასახავს სიამაყეს. თუ თქვენ დიდების მორევში ხართ, თქვენი სიამაყე მაღალია, ეს კარგია.

დღე 27. – სიზმრები ახდება, ისინი ინტუიციის ზემოქმედებით გვესიზმრება, მიაქციეთ ყურადღება.

დღე 28. – სიზმრებში დევს ღრმა აზრი. თუ ეცდებით მათ გაშიფვრას, შეიძლება ეს იყოს თქვენი ქვეცნობიერის გასაღები. შეიძლება დაგესიზმროთ თქვენი წინა ცხოვრება. ეს გახლავთ კარმული სახის სიზმარი.

დღე 29. – სიზმარი ბრზოლაა. სიზმარსი მოგებული ბრძოლით თქვენ ცხადშიც გამარჯვებული დარჩებით, ხოლო თუ ბრძოლა ვერ დაასრულეთ, გაღვიძებისას აზრობრივად დაასრულეთ სიზმარი თქვენი გამარჯვებით.

დღე 30. – სიზმარი მართალია, მათი გაშიფვრა დაგეხმარებატ გაავლოთ ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.

 

როგორი დღეები გველის?

16 იანვარი – მიწის ცხენის დღეა. დღეს ჰქვია შეკავება, რაც იმას ნიშნავს რომ ამ დღეს შეუძლია ბიძგი მოგცეთ გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, მაგრამ შეგიქმნათ გარკვეული სახის პრობლემები პირად და საყოფაცხოვრებო საკითხებში. არ არის კარგი მოგზაურობის დაწყება, ქორწილების მოწყობა, მოსალოდნელია ჩხუბი და გაუგებრობები საპირისპირო სქესთან. არასასიკეთო დღეა ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისათვის.

17 იანვარი – დღის ინდიკატორია ნგრევა. კატეგორიულად არ ესადაგება ეს დღე მნიშვნელოვანი პირადული ან ფინანსური საქმეების წამოწყებას. ბიზნესის გასახსნელად, მოლაპარაკებებისათვის, კონტაქტებზე ხელის მოსაწერად და ქორწილების მოსაწყობად არასასიკეთო დღეა. არ შეიძლება მსხვილი ოჯახური შოპინგების მოწყობა. თუ განსაკუთრებით აუცილებელი არ არიე, მოერიდეთ ქირურგიულ ოპერაციებს. დღე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა გაიარონ ხარის წელიწადში დაბადებულებმა.

18 იანვარი – ლითონის მაიმუნის დღე – საშიშროება, გაუფრთხილდით ფულს, მაღალია მისი დაკარგვის ალბატობა. არ არის რეკომენდირებული მოგზაურობის დაწყება, რემონტის დაწყება, ფულის გასესხება ან ინვესტირება. არ იჩქაროთ საჭესთან, მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა. კარგი დღეა სადემონტაჟო საქმეების დასაწყებად, ეკლესიაში ლოცვისთვის და ქველმოწმედებისთვის. ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ვეფხვის წელში დაბადებულები.

19 იანვარი – ლითონის მამლის დღე, წარმატება. არ იჩქაროთ საჭესთან, მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა. არ არის კარგი დღე მკურნალობის დასაწყებად, მოსალოდნელია ჩხუბი და გაუგებრობები საპირისპირო სქესთან. კარგი დღეა საქმის დასაწყებად, დიეტის დასაწყებად,  სამსახურში მოსაწყობად, შოპინგებისთვის, სასიყვარულო შეხვედრების, ნიშნობების, ქორწილების, მოლაპარაკებების, ტრენინგების და პრეზენტაციებისთვის. ფრთხილად უნდა იყვნენ კურდღლის წელში დაბადებულები.

20 იანვარი – წყლის ძაღლის დღე, მიღება. აქტიური ქმედებების დღე. ბროკერები წარმატებით დაასრულებენ საქმეებს ბირჟაზე, სტუდენტები შეძლებენ თავის გამოვლენას. სამსახურის მაძიებლები გასაუბრებას წარმატებით გაივლიან. ნუ მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებას, მაღალია პაციენტებისაგან დაინფიცირების ალბათობა. არ შეიძლება უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დრაკონის წელიწადში დაბადებულები.

21 იანვარი – წყლის ტახის დღე, გახსნა. ეს დღე ღია კარის დღეა.პრეზენტაციები, გამოფენები, სიმპოზიუმები, სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებები ჩაივლის წარმატებით. კარგი დღეა ახალმოსახლეობისთვის, უძრავი ქონების შესაძენად. არასასიკეთო დღეა გველის წელში დაბადებულებისათვის.

22 იანვარი – დახურვა. არ არის რეკომენდირებული სერიოზული კომერციული საქმიანობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ნუ მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებას, მაღალია პაციენტებისაგან დაინფიცირების ალბათობა. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოებისთვის და სახლის გენერალური დასუფთავებისთვის. ეს დღე ძველი საქმეების დასასრულებლად ძალიან კარგია, მაგრამ არა ახალი საქმეების დასაწყებად. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ცხენის წელიწადში დაბადებულები.

თმის შეჭრა

16 იანვარი – მთვარის 22-ე დღე, მთვარე სასწორშია. შეგიძლიათ თმა შეიმოკლოთ, მაგრამ ძალიან არა. შეღებვა არასასურველია, თუ იღებავთ რადიკალურად განსხვავებული ფერით. ბუნებრივ ფერზე შეგიძლიათ შეიღებოთ.

17 იანვარი – მთვარის 23-ე დღე, მთვარე არის სასწორში. სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია ჩრდილოეთით  შეიძლება დაგეწყოთ თმის ცვენა. შეღებვა არასასურველია, თუ იღებავთ რადიკალურად განსხვავებული ფერით.

18 იანვარი – მთვარის 24-ე დღე, მთვარე მორიელშია. სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია ჩრდილოეთით  შეიძლება დაგეწყოთ თმის ცვენა.

19 იანვარი – მთვარის 25-ე დღე. არასტაბილური დღეა. თმის შეჭრა კარგია სუსტი და მსხვრევადი თმებისთვის. თმის შეჭრამ შეიძლება გამოიწვიოს პირად ურთიერთობებში როგორც დადებითი ისევე უარყოფითი ცვლილებები. კარგია თმის შეღებვა.

20 იანვარი – მთვარის 26-ე დღე. მთვარე მშვილდოსანშია. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ახალი ვარცხნილობა დიდ ხნით, ნუ შეიჭრით თმას. თმის შეჭრა განაპირობებს მის სწრაფ ზრდას, მაგრამ თუ შეიჭრით უნდა იყოთ პოზიტიურ ხასიათზე. შეღებვამ შესაძლოა არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი.

21 იანვარი – მთვარის 27-ე დღე. მთვარე მშვილდოსანშია. შეჭრის შემთხვევაში, თმა იქნება დაუმორჩილებელი და უხეში.შეღებვამ შესაძლოა არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი.

22 იანვარი – მთვარის 28-ე დღე. მთვარე თხის რქაში. ეს დადებითად მოქმედებს თმის შეჭრაზე. შეჭრის შემდეგ თმა ნაკლებად დაგცვივდებათ, ღეროები სქელი გახდება, შეღებვა და ტონირება შედეგიანი იქნება.

მიმდინარე თვის პროგნოზი

6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით არის პერიოდი, სახელად ცეცხლოვანი ხარის თვე. ამ პერიოდს თავისი ენრგეტიკული მახასიათებლები ახასიათებს. ეს არის მომხიბვლელი, უკონფლიქტო, დელიკატური, მაგრამ ნაკლებად თავდაჯერებული, დეპრესიისაკენ მიდრეკილი არსება. ამ ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგად, ამ თვეში ადამიანებმა შეიძლება გამოავლინონ ხასიათის მსგავსი თვისებები. გაუჩნდებატ განმარტოების, კულისებს მიღმა ყოფნის სურვილი.

მათ, ვისი პირადი ელემენტიც არის ინური ან იანური მიწა, ასევე იანური ხე ან ლითონი, ეს თვე მათთვის კარგი იქნება, მას შეუძლია მოიზიდოს დამხმარე ადამიანები თქვენს გარშემო და დამატებითი მხარდაჭერით უზრუნველგყოთ. მათთვის, ვინც დაბადებულია ვეფხვის დღეს, ხარი სიყვარულის ჯადოქარია. ამ ადამიანებს შინაგანი შარმი, მომხიბვლელობა და სექსუალობა გაუძლიერდებათ.

მოგზაურობების შესახებ გეტყყვით, რომ იანვარში არასასურველია ფრენა ჩრდილოეთით, ამ მიმართულებით განთავსდა თვის ნეგატიური ვარსკვლავი, ყვითელი ხუთიანი. ნუ იმოგზაურებთ სამხრეთ- დასავლეთით, აქაც წლის ყვითელი ხუთიანი დაგხვდებათ. რეკომენდაცია შორეულ მოგზაურობებს ეხება.

სახლების პროგნოზი

ყველას, ვინც მისმენს მოეხსენება, რომ ყველა სახლს გააჩნია თავისი ენერგეტიკა ყოველ წელს და ჩვენი იღბლიანობა და უიღბლობა სწორედ ამ ენერგიებით განისაზღვრება. შესაბამისად ჩვენს სახლებს გააჩნიათ ენერგეტიკული პროგნოზები.

ვისაუბროთ 4 თებერვლამდე გათვლილ პროგნოზზე იმ სახლების შესახებ, რომელთა შემოსასვლელი კარიც სხვადასხვა მიმართულბითაა გაჭრილი.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია ჩრდილოეთით – ეს არასასიამოვნო სექტორია 4 თებერვლამდე. ასეთ სახლებში მცხოვრებებს მივცემ რეკომენდაციას ნუ გარისკავენ და ზედმეტად ნუ გადაეშვებიან სასიყვარულო კავშირებში. იმისთვის, რომ ამ ნეგატიური ენერგიის გავლენა შემცირდეს, შემოსასვლელთან დაკიდეთ ლითონის ზანზალაკები ან დადგით

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია სამხრეთ-დასავლეთით – ასევე ნეგატიური ენერგია. ამ სახლში მცხოვრებებს უჭირთ, რადგან ის იზიდავს კონფლიქტებს. კორექციისთვის გამოიყენეთ ლითონის ზანზალაკები, ქარის მუსიკა, ან დადგით მარილიანი წყალი და მონეტები შემოუწყოთ. გამოიყენეთ ერთი კოვზი მარილი და 8 ფენშუის მონეტა.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია სამხრეთით – კანონთან და ფორმალობებთან დაკავშირებული უსიამოვნებები. კიდევ ერთხელ გადახედეთ საბუთებს და დოკუმენტაციას, შეამოწმეთ ხომ არ არის რამე მოსაწესრიგებელი. პირად ურტიერტობებშიც გამოცდის პერიოდი გელით. თუ მოულოდნელად ახალი რომანტიული ურთიერთობების დაწყების შანსი გაგიჩნდათ, მას სერიოზული განვითარება არ ექნება, მაგრამ შეიძლება სერიოზულად გაგიფუჭდეთ ახლობლებთან ურთიერთობა. უმჯობესია დაკავდეთ შემოქმედებითი უნარების გამოვლენით. კორექციისთვის გამოიყენეთ აანთეთ სანთელი ან წითელი ნათურა სამხრეთით.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია აღმოსავლეთით – დროის ამ მონაკვეთში მოსალოდნელია პრობლემები ურთიერთობებში, ჩხუბები, ჭორები, ინტრიგები. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნათქვამ სიტყვებს. ნუიქნებით უხეში და სარკასტული. მოერიდეთ გარჩევებს. კორექციისთვის კართან დადგით წყლიანი თასი.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია ჩრდილო-აღმოსავლეთით – მოსალოდნელია აგრესია, ყვირილი. ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, შეინარჩუნეთ მოთმინება, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნურავის ნათქვამს. განსაკუთრებით წელს, ადამიანებს შორის კონფლიქტის გამომწვევი იქნება სიტყვები. ეს არის წელს დომინანტი ენერგია. ამან შეიძლება ხანგრძლივი ურთიერთობები გააფუჭოს. ეს ყველანაირი სახის ურტიერტობებს ეხება, ასევე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. სიტყვებს წელს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია დასავლეთით –  საერთო დადებითი ენერგიის ფონზე შეიძლება საქმეები დუნედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ზოგჯერ საქმეებისგან დასვენებაც საჭიროა. მომავალ თვეში ტემპი მოიმატებს.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია ჩრდილო-დასავლეთით- სასიკეთოა ურთიერთობების და შინაგანი შემოქმედებისათვის. მოხდება ურთიერთობების დალაგება და პოზიტიური კომუნიკაცია.

სახლი, რომლის შემოსასვლელი კარიც გაჭრილია სამხრეთ-აღმოსავლეთით – შესაძლოა სამსახურში დაწინაურდნენ ასეთი სახლის მცხოვრებლები, ან გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა.

 

ფინანსური აქტივაციები

შესაძლოა მოიზიდოთ იღბალი რაიმე საქმისათვის ან არც ისე დიდი ფულის მიღება 3-7 დღეში. ფინანსური აქტივაცია ხდება ნებისმიერი ფერის სანთლის ანთებით, გარდა შავისა, გარკვეულ დროს და გარკვეულ სექტორში. ამ სანთლის სხვა დროს გამოყენებაც შეგიძლიათ.

18 იანვარი, დრაკონის საათი, დრო დილის 8-დან 10 საათამდე. სანთელი უნდა აანთოთ სამხრეთით. ეს აქტივაცია არ უნდა ჩაატარონ ვეფხვის წელიწადში დაბადებულებმა. მინიშნება იმაზე, რომ აქტივაციამ იმუშავა, არის უსინათლო ან დაზიანებული ფეხის მქონე ადამიანის დანახვა. თუმცა შეიძლება ვერც ვერაფერი დაინახოთ და ამან იმუშაოს.

17 იანვარი, მამლის საათი, 18:00 – 20:00 – აქტივაცია „ჩიტი რომელი ვარდება გალიაში“ – მას სასიამოვნო მოულოდნელობების მოტანა შეუძლია. საქმე უპრობლემოდ, შეუფერხებლად წავა. შეიძლება დიდი ხნის პრობლემები ადვილად გადაწყდეს. ამისთვის საჭიროა დაჯდეთ ზურგით, სახლის ან ოფისის შიდა კედელთან, ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს ორი საათის განმავლობაში. ამ დროს შეგიძლიათ იმუშაოთ, წაიკითხოთ, ტელევიზორს უყუროთ.

20 იანვარი, ცხენის საათი, დრო 12:00 – 14:00 , სანთელი უნდა აანთოთ სახლის ან ოფისის სამხრეთით.ეს აქტივაცია არ უნდა ჩაატარონ ვირთხის წელიწადში დაბადებულებმა.მინიშნება იმაზე, რომ აქტივაციამ იმუშავა, არის თეთრპერანგიანი ადამიანის დანახვა. თუმცა შეიძლება ვერც ვერაფერი დაინახოთ და ამან იმუშაოს.სასიკეთო იქნება სახლის ან ოფისის აღმოსავლეთ კედელთან დაყოვნდეთ ორი საათით.

22 იანვარი, თხის საათი , 14:00 – 16:00 – იმისთვის რათა მოიზიდოთ სიყვარული, უნდა გახვიდეთ სახლიდან ან ოფისიდან და 15-20 წუთი უნდა იმოძრაოთ არმოსავლეთით, შემდეგ სანამ 2 საათი ამოიწურება, უკან უნდა დაბრუნდეთ.

23 იანვარი, მაიმუნის საათი, 16:00 – 18:00 – იმისთვის, რომ სამყაროსგან მიიღოთ დახმარება, გადალახოთ დაბრკოლება და გადაჭრათ პრობლემები, ორი საათის განმავლობაში ჩართეთ ვენტილაცია, ხელოვნური ჩანჩქერი ან აანთეთ სანთელი სახლის ან ოფისის სამხრეთ სექტორში. ეს აქტივაცია არ უნდა ჩაატარონ თხის წელიწადში დაბადებულებმა.

 

პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისათვის

დრაკონის წელში დაბადებულები 2020 წლისთვის – დრაკონებისათვის მონაცვლე მოვლენების წელი იქნება. იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები. თუ რამე ისე არ წავა, ნუ დაღონდებით, რადგან ყველაფერი გამოსწორებადია. ამ წელს გვერდით ისეთი ადამიანები გეყოლებათ, ვინც დაგეხმარებათ. წელი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზებით დასრულდება. სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით. გირჩევთ ახალი საქმიანი კავშირები დაამყაროთ, რამე ახალი შეისწავლოთ.

დაოჯახებულებს ოჯახის წევრების მხრიდან ზედმეტი მოთხოვნები ექნებათ. მარტოხელები შემოდგომის დასაწყისში შეიძლება შეხვდნენ პარტნიორს, რომელიც მათი საოცნებო პარტნიორისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელებას გირჩევთ.

მეტი იარეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით იოგით. ნუ იქნებით დეპრესიულები, რომ არ მოიზიდოთ ჯანმრთელობის პრობლემები. კვების რაციონი გააკონტროლეთ და ტკბილეული მინიმუმამდე დაიყვანეთ.

1976 წელს დაბადებული ადამიანების ნიშანია ცეცხლოვანი დრაკონი.  ვირთხას მაინცდამაინც არ უყვარს ისინი, თუმცა მისი რბილი ხასიათიდან გამომდინარე, ცუდი წელი არ იქნება. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას და სხეულის ტრავმებს.

მხარჯველობით ცნობილმა ცეცხლოვანმა დრაკონებმა ხელმომჭირნეობა უნდა გამოიჩინონ, რაც მომავალში სასიეკთოდ წაადგებათ. დაუსაქმებლებისთვის აპრილში ან მაისში სამსახურის შოვნაა მოულოდნელი. უკვე დასაქმებულები კარგ კომპანიონს იპოვიან.

იყავით სამართლიანები ურთიერთობებში. მარტოხელა დრაკონები შეხვდებიან ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობების ოფიციალურ ფორმატში გადაყვანა მოუნდებათ.

წყლის დრაკონები – 1952 და 2012 წლები. ვირთხა მათთვის ნეიტრალურია, თუმცა ისინი თვითონ შეუქმნიან თავის თავს პრობლემებს გაუმართლებელი ამბიციებით და ემოციების უკონტროლობით. სიტუაციის დრამატიზების გარეშე პრობლემის აღქმა და აღიარება ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ. ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები არ გელით, მაგრამ კარგი იქნება მინიმუმ ერთი პროფილაქტიკური გამოკვლევა. ამ წელს წარმატებულად შეძლებთ ისეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლას, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. მაღალია ვირუსებით ინფიცირების ალბათობა. ფინანსურად ცუდი წელი არ იქნება. შეიძლება სესხის აღება და საქმეში ჩადება. განსაკუთრებით კარგი პერიოდი ამის გასაკეთებლად ზაფხულის დასაწყისია. რადიკალური ცვლილებები პროფესიაში არასასურველია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი პროფესია რიცხვებს უკავშირდება, ეს ცვლილებები იქნება სასიკეთო.