LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ჰიგიენის დაცვა ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ – ადრენალინი

11
b6faf5e74caaaaafaf2c1c7443545390

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტი საკმაოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში ღვიძლის ბიოფსია. ჰეპატიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ყველა ის ბავშვი, რომელსაც ჰეპატიტის ვაქცინაცია უტარდება, ამ უმძიმესი დაავადებისაგან დაცულია. საგულსიხმოა, რომ B ჰეპატიტი ტემპერატურის მიმართ გამძლეა. საკმაოდ ხშირია ჰეპატიტით დაავადების ოჯახური შემთხვევები. ჰეპატიტით დაავადება, აუცილებლად სიყვითლის განვითარებას არ ნიშნავს. დაავადება შესაძლებელია მსუბუქი გაციების ფორმითაც მიმდინარეობდეს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გადატანილი დაავადების შემდეგ, ადამიანი გახდეს ვირუსის მატარებელი. საბოლოოდ ვირუსის მატარებელთა 25 %-ს ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოს პირველადი სიმპტომები უვითარდება.

იმისათის, რომ დაცული ვიყოთ ჰეპატიტით დაინფიცირებისაგან, საჭიროა მარტივი წესების დაცვა. ჰეპატიტის პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა პირადი ჰიგიენის წესების დაცვას ენიჭება. კერძოდ: დაიბანეთ ხელები ხშირად და გულმოდგინედ ჭამის წინ, ქუჩიდან შემოსვლისას. ერიდეთ ქუჩაში ჭამას. საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული სუფრასთან მიტანამდე. განსაკუთრებით დაიცავით დაბინძურებისაგან რძე, არაჟანი, სალათები. სასმელად გამოიყენეთ ანადუღარი წყალი, თუ დარწმუნებული არ ხართ წყლის უსაფრთხოებაში. დაიცავით ბინაზე სანიტარული წესრიგი და არ დაუშვათ ფეხსახსრიანი მწერების გავრცელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები