LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვი – უამრავი დაავადების წინააღმდეგ

28
nadzvi

ნაძვს თავისი შეუდარებელი არომატითა და თვისებებით დიდი ადგილი უკავია როგორც სამედიცინო, ისე კოსმეტიკურ კომპონენტებში. ნაძვს, ფიჭვს, კვიპაროსს, თავიანთი განსხვავებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად, მსგავსი სამკურნალო თვისებები აქვთ. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტოლოგები, პარფიუმერები და მედიკოსები აქტიურად იყენებენ მათ. თუმცა არამხოლოდ სილამაზე, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც, სწორედ ნაძვის სამკურნალო თვისებებით არის განპირობებული.


წიწვებში ასკორბინის მჟავა 6-ჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში და 25-ჯერ მეტი ვიდრე ხახვში. გარდა იმისა, რომ წიწვები რეკორდული რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, მათში ასევე ბევრია სხვა ვიტამინები, მიკროელემენტები, ჰორმონალური ნივთიერებები, კაროტინი, ფიტონციდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ხოლო წიწვების ნაწური შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ანტიბაქტერიული და დამცველი ზემოქმედება აქვს.
ძველად, ნაძვის წიწვების ნახარშით, ბევრ დაავადებას მკურნალობდნენ და ძალას აღიდგენდნენ. სწორედ ამ მიზეზით, არც თუ დიდი ხნის წინ, ამ ნივთიერების აქტიურად გამოყენება დაიწყეს იმ პრეპარატებში, რომლებიც ანთებისაგან დასაცავადაა გამიზნული.

წიწვების ექსტრაქტის აბაზანას მატონიზირებელი ეფექტი აქვს. სპეციალისტებისთვის უდიდესი ღირებულება აქვს წიწვების ეთეროვან ზეთს. დამტკიცებულია, რომ ის სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის დაძაბულობას, გაღიზიანებას და დეპრესიის განკურნებაც კი შეუძლია. დიდი ხნის განმავლობაში, წიწვოვანთა არომატები, მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ახლა, ყველა ეს სურნელი, შეიძლება ქალის სუნამოებშიც შეგხვდეთ.


ჩამოთვლილი ღირებულებების გარდა, წიწვებს აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე – მწვანე ფერი. მისი სასიკეთო ზემოქმედება ფსიქიკაზე ყველასთვის ცნობილია. ნაძვს გააჩნია შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი, სურავანდის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ახალგაზრდა ტოტებისა და გირჩების ნახარშს იყენებენ კანის სხვადასხვა გამონაყარისა და სასუნთქი ორგანოების ანთების დროს. გამხმარი ფისის პუდრი (ძალიან წმინდად დაფქული) გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ჩირქიანი მუწუკების სამკურნალოდ გამოიყენება ღორის ქონში შერეული ფისის პუდრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები