LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის სრული დაბნელების მნიშვნელობა და ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები – „ასტრომაგია“

5
sofia-bzekalava..

2 ივლისს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ კიდევ ერთხელ ახსნა  მზის სრული დაბნელების მნიშვნელობა და  დეტალურად განიხილა ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

„დაბნელების დერეფანი“- კონფლიქტების ორი კვირა 

მართალია, 2-დან 17 ივლისამდე ყველას მოუწევს ე.წ. „დაბნელების დერეფანში“ გავლა, მაგრამ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი – იანვრის ბოლო დეკადის თხის რქა, ივლისის ბოლო დეკადაში დაბადებული კირჩხიბი, ოქტომბრის ბოლო დეკადის სასწორი და აპრილის ბოლოს დაბადებული ვერძი, განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობს მზის და მთვარის დაბნელებას,  ადვილად გაღიზიანდება და გაუჭირდება ემოციების მართვა, თუმცა განგაშის ატეხა მაინც არ ღირს, რადგან საჭირო ინფორმაციის ცოდნის და შესაბამისი მომზადების შემთხვევაში ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეიძლება ნაკლები დანაკარგით.

მიმდინარე ორ კვირაში წარმოქმნილი კონფლიქტები არასასიამოვნოდ დიდხანს გაგრძელდება და ერთგვარ წრიულ, ჯაჭვურ პროცესად იქცევა. მაქსიმალურად მოერიდეთ ნებისმიერ დაპირისპირებას, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო კინკლაობაც სერიოზულ უსიამოვნებაში გადაიზრდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაეცით მხოლოდ პოზიტიური ენერგია, რადგან სამყარო, რომელიც გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ყოველ მოქმედებას, ზუსტად იმას დაგვიბრუნებს მომავალში, რასაც ახლა მიიღებს ჩვეგან.

დაბნელება ყოველთვის გარკვეული ციკლის დასრულებას და ახლის დასაწყებას გულისხმობს. სინამდვილეში, უამრავი იცვლება ადამიანის ცხოვრებაში ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევს და მხოლოდ მოგვიანებით აცნობიერებს. შეეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ ივლისის თვე, რადგან სწორედ სულიერი სიმშვიდის, წონასწორობის შენარჩუნება გახდება სტაბილური მომავლის და პოზიტიური ცვლილებების მთავარი გარანტორი.

ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი და სუსტი მხარეები 

ხასიათის გათვალისწინებით, ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსხვავებული თავისებურებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა, ბევრს საკუთარ სისუსტეზე თვალის დახუჭვა ურჩევნია და ვერ ხვდება, რომ სწორედ ამგვარი “შავი წერტილები” აფერხებს  განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.  აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ანტაგონისტი ჰყავს, რომლის პიროვნული თვისებების სიმცირეს განიცდის და  სწორედ მათ გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

ვერძი – პირველობის მოყვარული ვერძი სასურველი შედეგის მისაღწევად არაფერს ერიდება და მიუღებელ მეთოდებსაც ხშირად მიმართავს, რადგან ყოველთვის რქებით ცდილობს საკუთარი ეგოს გატანას, მხოლოდ საკუთარი სიმართლის სჯერა და არასდროს უწევს ანგარიშს სხვის აზრს. მისი მთავარი ნაკლი დიპლომატის სიმცირე, უტაქტობა და უკმეხობაა. რაც ერთის მხრივ, სერიოზულად აფერხებს წინსვლაში, მერეს მხრივ კი, ადამიანებს უკარგავს მასთან ურთიერთობის სურვილს. ვერძმა სწორედ ანტაგონისტი ნიშნისგან – დიპლომატიით ცნობილი ქალწულისგან უნდა ისწავლოს თავის დაჭერა და აგრესიის მართვა, სიმშვიდის შენარჩუნება და ნებისმიერი სიტუაციის ორი მხრიდან დანახვა. ვერძის „კოზირი“ მებრძოლი ხასიათი და ნოვატორულობაა, არასდროს აშინებს რისკი და კონკურენცია, მეტიც, სწორედ კონკურენციაა მისთვის განვითარების მთავარი სტიმული.

კურო – სტაბილურობას ჩვეულ კუროს ცვლილებების, სიახლეების მიღება უჭირს და ძალიან არ უყვარს გარემოს შეცვლა, რომელიც ერთგვარი ტოქსიკური კომფორტის ზონადაც შეიძლება იქცეს, თუმცა ის, მაინც ვერ გადებავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას და ხაფანგიდან განთავისუფლებას. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი გაუბედაობა და რისკის შიშია, რაც მოჭარბებულად აქვს ანტაგონისტ მორიელს, რომელსაც რისკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ყველაფერ „ვადაგასულის“ერთი ხელის მოსმით ანგრევს და აზარტით იწყებს ახლის შენებას. მართალია, კურო წინდახედულია, უყვარს ფუფუნება და ყველაზე კარგად გამოსდის სიცოცხლით ტკბობა, მაგრამ ცოტა სითამამე, გამდებაობა თუ არ მოიკრიბა, ყოველთვის გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა.

ტყუპები – მოუსვენარი, მრავალსახოვანი ტყუპების მთავარი სისუსტე არათანმიმდევრულობა და ზედაპირულობაა. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ცნობისმოყვარეა და ყველაფრით ინტერესდება, მგრამ უჭირს საქმის ბოლომდე მიყვანა და სწრაფად ბეზრდება ნებისმიერი რუტინა, ინტერესების ახალი სფეროს ძიებაში კი,  ყველაფერს შუა გზაზე ტოვებს და თავქუდმოგლეჯილი გარბის, ამიტომ ბევრი ნალკლებად საიმედო, თავქარიან ადამიანად მიიჩნევს. თუ საოცრად სხარტი გონების ტყუპები, რომლებიც ადვილად ითვისებენ ახალ ინფორმაციას, უპრობლემოდ ერგებიან ნებისმიერ გარემოს და რთული სიტუაციიდანაც სწრაფად პოულობენ გამოსავალს, მოთმინას ისწავლიან და უფრო თანმიმდევრული გახდებიან, ბევრად მეტს მიაღწევენ, ვიდრე თვითონ ჰგონიათ.

კირჩხიბი – ყველაფრის ზედმეტად დრამატიზირების მოყვარული კირჩხიბი ნებისმიერ მოულოდნელობას პანიკით პასუხობს, ყველაფრის გაბუქვა, გაზვიადება ახასიათებს და ვერ ხვდება, რომ სიტუაციის დამძიმებით თვითონაც ზარალდება და სხვასაც აღიზიანებს. ანტაგონისტი თხის რქისგან კირჩხიბმა თავშეკავება და ემოციების მართვა უნდა ისწავლოს, რადგან სინამდვილეში ძალიან გამძლე, ბრძოლიუნარიანი ნიშანია და ყოველი სტრესის შემდეგ უფრო მეტ ძალას იკრებს. კირჩხიბის დადებით თვისებად პატრიოტიზმი, ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ერთგულება შეიძლება ჩაითვალოს, ძალიან თანმიმდევრული, მომთმენია და ყოველთვის ნელა, მცირე ნაბიჯბით მიიწევს წარმატებისკენ.

ლომი – საკუთარ თავში უსაზღვროდ შეყვარებული, თავდაჯერებული ლომის მთავარი ნაკლი უკიდურესი ეგოიზმია, რადგან ხშირად, ისე აყენებს ადამიანებს ტკივილს, თვითონაც ვერც ხვდება, არ უყვარს პატიების თხოვნა, შესაძლოა აგრძნობინოს მასზე ნაწყენ ადამიანს, რომ ნანობს საკუთარ საქციელს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს აღიარებს. ნეგატიურ გარემოში გაზრდილი ლომის მთავარი ნაკლოვანება არაჯანსაღი ამბიციები და სუსტების ჩაგვრით თვითდამკვიდრებაა, თუმცა, პოზიტიურ გარემოში გაზრდილი, საოცრად კეთილია და მთელი გულით შეუძლია თანაგრძნობა, ამიტომ ხშირად მფარველობს ახლოლებს და მეგობრებს. თუ ლომმა საკუთარ თავში მზის ანთება შეძლო, ის ყველაფერს შეძლებს და გარშემომყოფთა სიყვარულსაც სწრაფად მოიპოვებს, მთავარია უარი თქვას დიქტატურასა და სხვათა დამცირებაზე.

ქალწული – პერფექციონსტ ქალწულს სწორედ სრულყოფილებისკენ სწრაფვა აფერხებს განვითარებაში, რადგან უჭირს გარისკვა და ძალიან დიდ დროს ხარჯავს იმ წვრილმანების გააზრებაში, რაც არაფერში სჭირდება, უყვარს ყველაფრის გაწერა, წინასწარ დაგეგმვა უყვარს და თუ წარმატების სრული გარანტია არ მიიღო (რაც პრაქტიკულად შეუძლებელია) საერთოდ უარს იტყვის მოქმედებაზე. ანტაგონისტი თევზებისგან ქალწულმა ოცნება და ზოგჯერ ბრმად მინდობა უნდა ისწავლოს, რადგან საოცრად მონდომებული და შრომიუნარიანი, სწორედ წვრილმანებზე იხარჯება, მთავარი და მნიშვნელოვანიკი, გვერდზე რჩება, მაშინ როცა იდეალურად შეუძლია ნებისმიერი ქაოსის მოწესრიგება და მცირე პაზლების გაერთიანებით გრანდიოზული მიზნების მიღწევა.

სასწორი – ზედმეტად ბევრი ფიქრის და ყველაფრის დეტალურად გააზრების მოყვარულ სასწორს ყოველთვის უჭირს იდეალური მომენტის “ჩაჭერა” და სასარგებლო შანსების გამოყენება, რითაც საკუთარ თავსაც აზარალებს და გარშემომყოფებსაც უამრავ პრობლემას უქმნის, გამბედაობის დეფიციტი კი, რომელიც ოპოზიციური ვერძისგან უნდა ისესხოს, გარისკვასა და თამამად მოქმედებაში აფერხებს. სასწორის დადებით თვისებად ერთგულება და ნებისმიერი სიტუაციის ორი მხრიდან დანახვის უნარი, დიპლომატია და სამართლიანობის საოცარი გრძნობაა, რადგან ზოდიაქოს ეს ნიშანი მორალის და ზნეობის მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ღალატობს.

მორიელი – საოცარი ნებისყოფის პატრონ მორიელს თვითგანადგურების “უნიკალური ნიჭი” აქვს. რა თქმა უნდა, სხვასაც სიამოვნებით ანგრევს, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის სასტიკ ომს უცხადებს. პრიმიტიული მორიელი, რომელიც არასდროს იღლის თავს ნაკლოვანების გამოსწორებით, ხშირად ავადდება ონკოლოგიური დაავადებებით, რადგან ონკოლოგია სწორედ განადგურების სიგნალია, რომელიც შიგნიდან ჭამს ორგაიზმს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ღირსება უბადლო ინტუიცია და ამტანობაა, თმენა და ლოდინის უნარია, როცა წლობით შეუძლია ელოდოს ხელსაყრელ მომენტს და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს შეტევაზე.

მშვილდოსანი – დემაგოგიისკენ მიდრეკილ მერწყულს სხვისთვის ჭკუის სწავლება უყვარს. რაც მთავარია, მაშინაც სიამოვნებით ირგებს მენტორის როლს, როცა მისი აზრი არავის აინტერესებს და მაშინაც, როცა თვითონ აბსოლუტურად საპირისპიროს აკეთებს. მართალია, მშვილდოსანი ყოველთვის მასშტაბურად აზროვნებს, გრანდიოზული გეგმები აქვს და დაპირებებსაც შესაბამის გასცემს, მაგრამ ნაკლებად ასრულებს და არასდროს ცდოლობს თავის მართლებას ან პირობის დარღვევის მიზეზების ახსნას. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ღირსება  ქარიზმატულობა და მეგობრობის საოცარი უნარია, ამიტომ სწორედ ეს თვისებები უნდა განავითაროს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ნაკლოვანებების დაბალანსებას.

თხის რქა – 17 ივლისის დაბნელება სწორედ თხის რქის ნიშანს ემთხვევა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზაცია მოეთხოვება. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლოვანება უიმედობა, პესიმიზმი და უპერსეპქტივობის ხშირი განცდა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაიხსნას, გულწრფელად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და სურვილებზე, რადგან დუმილის მოყვარული, ბევრს სწორედ საკუთარ თავში ჩაკეტილობის გამო ჰგონია გულგრილი და უემოციო ადამიანი, არადა სინამდვილეში, ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე მეგობარი, აკურატული და დისციპლინირებული ხელმძღვანელი, ერთგული და საიმედო პარტნიორია.

მერწყული – საოცარ სკანდალისტ და პროვიკატორ მერწყულს არ უყვარს საკუთარ თავზე  პასუხისმგებლობის და ვალდებულებების აღება, შეცდომის აღიარება და შეუსრულებებილი პირობების მიზეზების ახსნა, დარწმუნებულია, რომ ყველას აქვს საკუთარ ნებაზე ცხოვრების უფლება, ამიტომ ძალიან უჭირს ადაპტირება და საზოგადოდ დადგენილ ნორმებს მორგება. ამასთანავე, ანტაგონისტი ლომის მსგავსად ისიც  მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს, რასაც ხშირად ექსტრავაგანტული ქცევითა და ჩაცმით აღწევს. მერწყულმა პირველ რიგში, გარშემომყოფთა აზრის და ინტერესების გათვალისწინება, საკუთარი სურვილების გვერდზე გადადება და სხვისთვის ანგარიშის გაწევა უნდა ისწავლოს, რადგან საოცრდ ნიჭიერი მხოლოდ ასე შეძლებს არაჩვეულებრივი იდეების განხორციელებას.

თევზები – განსაკუთრებით რთული პერიოდი აქვთ თევზებს, რადგან სწორედ მათ ზოდიაქოს ნიშანშია შავი მთვარე, რომელიც უფრო მეტად აძლიერებს მათთვის დამახასიათებელ ქაოტურობას, რისი მიზეზიც პირველ რიგში არაპუნქტუალურობა და გულმავიწყბაა, არ აქვთ დროის შეგრძნება, ყველაფერს კარგავენ  და სწაფად ივიწყებენ. ანტაგონისტი ქალწულსგან თევზებმა დისციპლინა და წესრიგის დაცვა უნდა ისწავლონ,  ილუზიებისგან განთავისუფლდნენ და რეალურად შეხედონ სამყაროს, რადგან მხოლოდ ოცნებით ცხოვრება ვერც სიკეთეს მოუტანს, ვერც იმ გრამდიოზული ამბიციების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, რომლებიც ყოველთვის მრავლად აქვთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები