მსუბუქი ვახშამი არც ისე მავნებელია... - ადრენალინი

თუ, თქვენი გადატვირთული დღის რეჟიმი, ნორმალური გამოკვების საშუალებას არ გაძლევთ, უარი არ თქვათ საღამოს ვახშამზე. ჯანმრთელობა, განწყობა და ფიგურა დამოკიდებულია არა ჭამის დროზე, არამედ შერჩეულ საკვებზე. უბრალოდ სულ ოდნავ შეცვალეთ თქვენი გვიანი ვახშამის მენიუ და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

ზოგადად ცნობილია, რომ 6 საათის შემდეგ ჭამის მოყვარულები კუჭში სიმძიმესა და უსიამოვნო შეგრძნებას უჩივიან, რაც გულძმარვას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს. ამძიმებს კუჭსა და 12 გოჯა ნაწლავს და ქმნის უამრავ პრობლემას, რაც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. ამიტომ, ღამით ისეთი კერძი მიირთვით რომლის ათვისებას ორგანიზმი დაძინებამდე 2-3 საათში მოასწრებს, შესაბამისად მოერიდეთ მოერიდეთ ხორცისა და ცომეულის კომბინაციას. შეეცადეთ უარი თქვათ ნახშირწყლებსა და შემწვარ საკვებზე და უპირატესობა ცილებსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

ვახშმისთვის საუკეთესო კერძებია მოხარშული თეთრი ხორცი, თევზი, მსუბუქი წვნიანი, ბოსტნეულის რაგუ.

ბოსტნეულიდან კარგი არჩევანია უმი, მოხარშული ან მოშუშული კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, მწვანე სალათი, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, ნიახური, ავოკადო და ბროკოლი.

სავახშმო სალათა ნოყიერი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს მსუბუქი და სასარგებლო. ამიტომ აარჩიეთ შესაბამისი პროდუქტები: ყველი, პომიდორი, კიტრი, ნებისმიერი ახალი ბოსტნეული, მწვანილი, კვერცხი. სალათა უნდა შეაზავოთ მცენარეული ზეთით ან ლიმონის წვენით.

ღამით ნაკლები ხილი მიირთვით, ხოლო, ბანანი, მანგო და ყურძენი საერთოდ გამორიცხეთ. ეცადეთ საღამოს ნაკლებად და გონივრულად დატვირთოთ კუჭი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.